ის რომ ერლინგ ჰალანდი ტოპ კლუბების რადარზეა, ახალი არავისთვისაა. მისი შეძენით ჯერ კიდევ "ზალცბურგში" გადასვლამდე "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა.
ნორვეგიელ შემტევს შეიძლებოდა "იუნაიტედში" ეთამაშა, რომ არა ერთი სასცილო შემთხვევა. მაშინ "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა დაუკავშირდა ჰალანდის აგენტს ტრანსფერის დეტალების შესათანხმებლად, თუმცა მას უკვე "ზალცბურგთან" ქონდა დადებული ხელშეკრულება. ნორვეგიას და ბრიტანეთს შორის სხვაობა 1 საათია. მაშინ ჰალანდი ავსტრიულმა კლუბმა სულ რაღაც 3 მილიონად გაიფორმა.
ამჟამად ერლინგის ფასი 180 მილიონია და როგორც ჩანს ამ თანხის გადახდას მადრიდული კლუბი არ ერიდება. სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით, თავად ნორვეგიელს სურს "რეალში" თამაში. მან უკვე შეიძინა ბინა და სხვადასხვა ქონება ესპანეთში, რაც ეჭვებს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.
ერლინგის სურვული ითამაშოს "რეალში" იმდენად დიდია, რომ თუ კლუბის პრეზიდენტი პერესი სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკებს, ნორვეგიელს ყოველგავრი პრობლემის გარეშე შეიძენს.