"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტი კლუბის ურუგვაელი შემტევის ედინსონ კავანის შენარჩუნებას გეგმავს. "წითლების ხელმძღვანელობა" ცდილობს დაარწმუნოს ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენაში.
კავანისთან მოლაპარაკებების პირველი სტადია სამშაბათს გაიმართა. "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და ჯონ მირტომ, რომელმაც სულ ახლახან დაიკავა სპორტული დირექტორის თანამდებობა, ცადეს კავანის ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება. - ინფორმაციას Daily Mail - ი ავრცელებს.
მიმდინარე კონტრაქტით კავნი "იუნაიტედთან" ამაწლის 30 - ივნისამდეა დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასრულების შმდეგ კლუბის 7 - იანი თავისუფალი აგენტი გახდება.
აქამდე გავრცელებული ცნობებით, ფორვარდით "ბოკა ხუნიორსი" ინტერესდება. პრესაში გაიჟღერა კავანის მამის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამაც, რომ თითქოს კავანი "მანჩესტერში" თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.