შვედური სპორტული გაზეთი Sportbladet - ი იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა სანაკრებო შეკრება დროზე ადრე დატოვა და კლუბს დაუბრუნდა. მიზეზად ზურგის მცირე ტრავმა სახელდება.
აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლებმა შვედების მენეჯმენტთან შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ ლინდელოფის ჩანაცვლება მომხდარიყო, გამომდინარე საკლუბო მატჩების გრაფიკის გამო.
ინფორმაციას ასევე ადასტურებს შვედეთის ტელეარხი Fotbollskanalen - ი. გარდა ამისა შვედეთის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა პიტერ ვეტერგრინმა განაცხადა, რომ ლინდელოფმა ნაკრები პირადი მიზეზების გამო დატოვა.
შეგახსენებთ რომ შვედეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო საკვლიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა. გამომდინარე იქიდან რომ B ჯგუფის შემადგენლობა 5 ნაკრებით კომპლექტდება შვედებს მომდევნო დაპირისპირება ამ ეტაპზე აღარ უწევთ.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.