მარკუს რეშფორდის აზრით, ინგლისის პრემიერ ლიგაში მოათამაშე აფრიკელი ფეხბურთელებიდან ყველაზე ძლიერი და საუკეთესო, იურგენ კლოპის "ლივერპულის" შემტევი სადიო მანე გახლავთ.
"ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაში ბერი აფრიკელი ტალანტი ასპარეზობს. კერძოდ - სადიო მანე. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო აფრიკელი ტალატნია პრემიერ ლიგაში". - წერს რაშფორდი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტი ინგლისის პრემიერ ლიგაში 2015 წლიდან ასპარეზობს. ამ ხნის მანძილზე მას მოუწია აფრიკელი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. ისეთები როგორიცაა: იაია ტურე, პიერ ემერიკ ობამეიანგი და მოჰამედ სალაჰი.
როგორც ჩანს, "წითელი ეშმაკების" შემტევის აღფრთოვანებას ყველაზე მეტად მერსისაიდელთა გარემარბი ახერხებს. 2018/19 წლების პრემიერ ლიგის სეზონში მანემ ჩემპიონატის ოქროს ბუცი 22 გოლით მოიგო.
ამასთანავე ფეხბურთელმა "ლივერპულთან" ერთად პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.