ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ, "იუნაიტედის" ლეგენდარული ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გაიხსენა და განაცხადა, რომ შოტლანდიელი სპეციალისტის მიერ მის მიმართ წამოსული კრიტიკა მისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო.
"როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი მაკრიტიკებდა - ეს იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემს მიმართ წამოსული. ის შ ეჩვეული იყო როდესაც ყველა მასთან მიდიოდა და ეუბნებოდნენ - "დიახ სერ".
იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ფერგიუსონი წავიდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ პოგბა იყიდა, მათ თქვეს, რომ მართალი ვიყავი. ფერგიუსონს პოლ პოგბასი უბრალოდ არ სჯეროდა". - ციტირებს the Athletic. - მინო რაიოლას სიტყვებს.
შეგახსნებთ, რომ მინო რაიოლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას საფეხბურთო აგენტია. პოგბას შესაძლო ტრანსფერზე, არაერთ სატრანსფერო ფანჯარაზე იწერებოდა, თუმცა როგორც ჩანს ამ ეტაპზე პოლი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას არ გეგმავს.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.