გასახდელში ხუმრობები ახალი არვისთვისაა, მაგრამ ის რაც შმეიხელს შეემთხვა, მსგავსი რამ ალბათ არავის მოსვლია.
შმეიხელმა მონაწილეობა მიიღო და დაეხმარა "იუნაიტედს" ცნობილი ტრიპლეტის მოგებაში 1999 წელს.
ნიკი ბატი ასევე იმ შემადგენლობაში იყო, რომელიც 92-ე კლასის ნაწილი იყო, რომელიც "იუნაიტედის" რიგებში გამოდიოდა.
ერთხელ საკმაოდ სახალისო ფაქტი მოხდა და ამის შესახებ ნიკი ბატი იხსენებს:
ბატმა განმარტა: "ოთახის შუაგულში სამკურნალო მაგიდაზე უზარმაზარი ჩაის ურნა იდგა, ამიტომ დავისხი ცხელი ფინჯანი ჩაი და მაგიდის ქვეშ დავჯექი. შმეიხელი შხაპს იღებდა და იქიდან სრულიად შიშველი გამოვიდა. ვფიქრობდი, რომ სასაცილო იქნებოდა ცხელი ჩაის კოვზი ამომეღო და მისთვის დუნდულებზე მიმედო. მაინეტერსებდა მისი რეაქცია."
"თუმცა გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. სამწუხაროდ, სწორედ იმ მომენტში ის მოულოდნელად შემობრუნდა და სანამ ხელს უკან გავწევდი, ცხელი კოვზი მის ვაჟკაცობას შეეხო."
”მე ამის გაკეთება არასოდეს მქონდა განზრახული, მაგრამ მისი ყველაზე დაუცველი ადგილი დავწვი. მსგავსი ყვირილი არასდროს გსმენიათ".
"მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოთამაშეებს სიცილი აუტყდათ, პიტერი სავარჯიშო დარბაზის გარშემო დამზდევდა, რაც საათები გაგრძელდა".
"საბედნიეროდ, მან ვერ დამიჭირა და სიმართლე გითხათ, ახლაც მას გავურბივარ".
თავად შმეიხელს ერიდებოდა 2003 წლის ინციდენტზე საუბარი და უბრალოდ უთხრა FourFourTwo- ს: "რაც არ უნდა მოხდეს გასახდელში, იქ უნდა დარჩეს".