ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს მარკუს ლორენტე იხილოს საკუთარ რიგებში და ამისთვის კლუბს 80 მილიონის გამოყოფას თხოვს.
კლუბში უკვე დაიწყეს 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის განხილვა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს "იუნაიტედს" ერთხელ ქონდა მცდელობა ლორენტეს ყიდვის, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა არ ისურვა კლუბსი დატოვება. თავად "როხიბლანკოს" არ სურს ფეხბურთელის გაყიდვა ამ ფასად და ფიქრობს, რომ მისი შეძენა მხოლოდ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდის შემთვევაში იქნება შესაძლებელი. საუბარია 120 მილიონ ევროზე.
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა ლა ლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლორენტეს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.