დისკვალიფიკაციის გამო ბრუნო ფერნანდეში ვერ მიიღებს მონაწილეობას პორტუგალიის ნაკრების მატჩში ლუქსემბურგთან და ბრუნდება კლუბში.
სერბეთთან მატჩში, "იუნაიტედის" ნახევარმცველმა მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და შემდეგი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ფერნანდეშმა უკვე დატოვა პორტუგალიის ნაკრები და მანჩესტერში წავიდა.
ამრიგად, ბრუნოს საშუალება ექნება მიიღოს ნანატრი შვიდ დღიანი შესვენება მატჩებს შორის - ბოლოს ეს მოხდა გასული წლის ნოემბერში. მას შემდეგ, ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ფერნანდეშმა კვირაში ორი მატჩი ჩაატარა.
გასული წლის ივნისის შემდეგ ბრუნომ 69 მატჩი ჩაატარა კლუბსა და ეროვნულ გუნდში, რამაც იმოქმედა მის სათამაშო ფორმაზე. "იუნაიტედსა" და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 10 თამაშში მან მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.