ჰარი მაგუაიერი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი თავკაცის ოლე გუნარ სოლსკიაერისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავს, გამომდინარე იქიდან, რომ არცერთმა ზემოხსენებულმა სპეციალისტმა, ფეხბურთელის მიმართ ნდობა არ დაკარგა, მიუხედავად ჰარის კარიერაში ყველაზე რთული სათამაშო პერიოდის და საბერძნეთში მომხდარი ინციდენტისა გასულ წელს.
მაგუაიერმა მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, ეს მის სათამაშო ფორმაზე აისახებოდა. ამ ყველაფერს ზედ დაერთო ის ფაქტი, რომელიც საბერძნეთში შეემთხვა "წითელი ეშმაკებისა" და ინგლისის ცენტრალურ მცველს.
ოქტომბრის თვეში გამართულ მატჩში, სადაც ინგლისის ნაკრები დანიას დაუპირისპირდა, მაგუაიერმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამის შემდეგ საუთგეიტის შეგირდებმა შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1-0 დათმეს და კრიტიკოსების ტალღამ რომელიც მიმართული ჰარისკენ აღმოჩნდა, არ დააყოვნა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა და გარეთ საუთგეიტმა ფეხბურთელს ნდობა კვლავ გამოუცხადეს, რაც მაგუაიერის ხშირ სათამაშო პრაქტიკებში აისახებოდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დღეს გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მაგუაიერმა წარსული გაიხსენა და განაცხადა, რომ დანიასთან მიღებულმა წითელმა ბარათმა იმედები გაუცრუა.
"დანიასთან მიღებულმა წითელმა ბარათმა იმედები გამიცრუა. თუმცა, მე მივიღე მხარდაჭერა მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან და რა თქმა უნდა გარეთისა და ოლესგან "მანჩესტერ იუნაიტედში".
ნდობა, რომელიც მათ გამოავლინეს ჩემ მიმართ იმით, რომ მომეცა საშუალება მოედანზე ჩემი საქმე კვლავ მეკეთებინა ძალიან დამეხმარა.
ყოველთვის მიწვევდნენ ნაკრებში სათამაშოდ და ეს დიდ ნდობას მანიჭებდა, ვგრძნობდი რომ მათ ჩემი სჯეროდათ. როდესაც სირთულეებს გადიხარ, ყველაზე მნიშვნელოვანია გესმოდეს რომ ამ ყველაფერს გადალახავ მაშინ, თუ ძლიერი დარჩები გააგრძელებ შრომას და ბრძოლას".- განაცხადა დასასრულს მაგუაიერმა.
წყარო: sports.ru
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.