სულ ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის მომავალთანაა დაკავშირებული.
ფორვარდის ახლო მეგობარი ხმამაღალი განცხადებისგან თავს არ იკავებს და საუბრობს, რომ ედინსონს მის ხალხთან და მის ქალაქთან ახლოს სურს ყოფნა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით ურუგვაელი "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს.
ურუგვაელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. ახალი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
"მესმის რომ ის მალე დაბრუნდება. ედინსონის ძმის ახლო მეგობარი ვარ. კავანის თავის ხალხთან და ქალაქთან ყოფნა უყვარს".- განაცხადა ალექსანდრ მედინამ Radio Continenta- თან საუბრისას.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.