ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა ადრინდელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარკუს რაშფორდი არ ითამაშებს ინგლისში მიმდინარე საერთაშორისო შესვენების დროს.
ფეხბურთელის შემოწმების შემდეგ, ეროვნული ნაკრების სამედიცინო პერსონალმა გადაწყვიტა, რომ "იუნაიტედის" თავდამსხმელი დაუბრუნდებოდა კლუბს და იქ გააგრძელებდა მკურნალობას.
ინგლისის ნაკრები კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს ალბანეთისა და პოლონეთის გუნდებთან, რომელშიც "წითელი ეშმაკების" სხვა წარმომადგენლები - დინ ჰენდერსონი, ჰარი მაგუაიერი, ლუკ შოუ და ჯესი ლინგარდი მიიღებენ მონაწილეობას.