"მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ გეგმავს ოლე გუნარ სოლსკიაერთან ახალი კონტრაქტის შეთავაზებას და ნორვეგიელის მომავალი კლუბში არ იქნება დამოკიდებული იმაზე, მიიღებს თუ არა გუნდი თასს სეზონის ბოლოს, იუწყება ESPN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
სოლსკიაერმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა 2019 წლის მარტში და ამჟამინდელი ხელშეკრულებით ზაფხულში ზუსტად ერთი წელი დარჩება. მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ოლემ უკვე საკმარისი პროგრესი განიცადა მოედანზე და მის გარეთ, რათა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ორივე მხარე აპირებს დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები, კლუბი არ აპირებს დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას.
ასევე, ტელეარხის წყარო იუწყება, რომ სოლსკიაერი მონაწილეობდა ჯონ მურტოს ფეხბურთის დირექტორად და დარენ ფლეტჩერის ტექნიკურ დირექტორად დანიშვნაში. მენეჯმენტი რეგულარულად კონსულტაციაში იყო ოლესთან და ამ პროცესის განმავლობაში მას არწმუნებდა, რომ იგი შეინარჩუნებდა კლუბის მენეჯერის პოზიციას და არ იქნებოდა მხოლოდ მთავარი მწვრთნელი. სოლსკიაერი ასევე ითამაშებს საკვანძო როლს მოთამაშეთა ყიდვაში და ექნება ვეტოს უფლება. კიდევ ერთი ვეტოს უფლება ასევე აქვს კლუბის ერთერთ დეპარტამენტს.
ახალი ამბები, ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.