თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2021, 17:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1101,
კომენტარები: 7
შირერი: "იუნაიტედი" ბრუნოზე ძალიან არის დამოკიდებული"
ალან შირერის მოსაზრება "იუნაიტედის" შემადგენლობაზე.
შირერი:
ინგლისის აცოციაციის თასის მეოთხედფინალში ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" როჯერსის "ლესტერთან" ანგარიშით 3-1 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ, BBC Sport- თან საუბრისას ლეგენდარულმა ალან შირერმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრუნო ფერნანდეშზე ძალიან არის დამოკიდებული.

"ისინი ძალიან, ძალიან დაღლილად გამოიყურებოდნენ. მათ ვერ შეძლეს ტემპის შენარჩუნება, ტემპი რომელიც "ლესტერმა" აჩვენა, თუნდაც მომხდარი ცვლილებებით.

როდესაც ბრუნო ფერნანდეში მოედანზე არ იმყოფება, მათ არ ჰყავთ ტალანტი რომელიც იხელმძღვანელებს და შესაძლო კარებს გახსნის წარმატებისთვის. ვფიქრობ, მომავალში ეს მათთვის დაბრკოლება იქნება".
- განაცხადა დასასრულს ალან შირერმა.


ეთანხმებით ალან შირერის მოსაზრებას?

დიახ
არა

ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
25 მარტი 2021 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
რეალურად გუნდში მხოლოდ ერთი საყრდენია ისიც ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრება რადგან ასაკშია, მატიჩზე მაქვს საუბარი ამიტომ აუცილებლადაა გუნდში მოსაყვანი ტოპ საყრდენი რომელიც პოგბას უფრო მეტად გახსნის და შეტევებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ფრედიც და სკოტიც მუშა ფეხბურთელები არიან და მეტ ფანტაზიას ვერ მოვთხოვთ ამიტომაც ჩანს რო გუნდი ბრუნოზეა დამოკიდებული
0
№2
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2021 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: gogita1991
რეალურად გუნდში მხოლოდ ერთი საყრდენია ისიც ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრება რადგან ასაკშია, მატიჩზე მაქვს საუბარი ამიტომ აუცილებლადაა გუნდში მოსაყვანი ტოპ საყრდენი რომელიც პოგბას უფრო მეტად გახსნის და შეტევებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ფრედიც და სკოტიც მუშა ფეხბურთელები არიან და მეტ ფანტაზიას ვერ მოვთხოვთ ამიტომაც ჩანს რო გუნდი ბრუნოზეა დამოკიდებული

დეკლან რაისია მაგისთვის ზედ გამოჭრილი
0
№3
ავტორი: gogita1991
25 მარტი 2021 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: ikeoni
ციტატა: gogita1991
რეალურად გუნდში მხოლოდ ერთი საყრდენია ისიც ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრება რადგან ასაკშია, მატიჩზე მაქვს საუბარი ამიტომ აუცილებლადაა გუნდში მოსაყვანი ტოპ საყრდენი რომელიც პოგბას უფრო მეტად გახსნის და შეტევებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ფრედიც და სკოტიც მუშა ფეხბურთელები არიან და მეტ ფანტაზიას ვერ მოვთხოვთ ამიტომაც ჩანს რო გუნდი ბრუნოზეა დამოკიდებული

დეკლან რაისია მაგისთვის ზედ გამოჭრილი

გეთანხმები, მაგრად მინდა რაისი რო დაითრიონ და ვნახოთ რას იზამენ არადა არ უნდა იყოს რთული ტრანსფერი წესით ლინგარდს პლიუს ქეში და ეგაა
0
№4
ავტორი: shotkin
25 მარტი 2021 18:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იმიტოა ძმაო დამოკიდებული რო შეტევაში მაგის გარდა გუნდს რეალური ძალა არ ყავს, ყველამ იცის ეს ისედაც, აგერ მარსიალი რა სეზონს ატარებს ვხედავთ, კავანიც როცა არის ნორმალურია მარა მოძრავი შემქმნელი ცხიანი არაა ეგ კაცი და ისედაც ენერგიაც სადღააქ მაგდენი, გრინვუდი ძალიან გამოუცდელია , ჯეიმსი რაცაა ვიცით და რაშფორდიც არასახარბიელო სეზონს ატარებს (მხრის ტრანმვის გამო ) . რა გამოდის? რო გუნდი დამოკიდებულია 10 იანის პოზიციაზე მყოფ ფეხბურთელზე. სანამ ძლიერ ვინერს და შემქმნელ 9 იანს არ მოიყვანენ იქამდე ბრნუნოს საქმე არ გაუადვილდება და სულ ესე გადაღლილი იქნება სეზონის მეორე ნახევარში იმიტორო ტიპი მარტო ქმნის წინ მომენტებს და თავდასხმის ლოკომოტივი ეგაა, არც ერთი კრაიდან მანიუ სახიფათო არაა და არც ცხრიანზე უკვე.

ციტატა: The red devi11
ყველა ლიდერზე ყველა გუნდი ყოველთვის დამოკიდებულია. სადაც ერთი ფეხბურთელი ხდება უდაო ლიდერი და პლიუს აქვს უსაზღვრო კლასი მე სხვანაირად არც მინახავს. გვარდიოლას ბარსას რომ ორ თამასში მესი ეკლდა ვერ ვცნობდი ხოლმე ან რეალს პენალდო

ბოლომდე ვერ დაგეთანხმები მეგობარო , მესი გასაგებია რაცაა და ვინცაა მარა გვარდიოლას ბარსას ყავდა ბუსკეცი, ინიესტა,ჩავი + წინ დავიდ ვილა და მესის გარეშეც გავიდოდა ფონს მარტივად საშუალო და ოდნავ მაღალი დონის გუნდებთან და გასულა კიეც ფონს უბრალოდ მესი ხშირად არ ილეწებოდა და ბევრს არ ახსოვს მის გარეშე ბარსა როგორ თამაშობდა.
0
№5
ავტორი: PaLoMo
25 მარტი 2021 21:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: The red devi11
ყველა ლიდერზე ყველა გუნდი ყოველთვის დამოკიდებულია. სადაც ერთი ფეხბურთელი ხდება უდაო ლიდერი და პლიუს აქვს უსაზღვრო კლასი მე სხვანაირად არც მინახავს. გვარდიოლას ბარსას რომ ორ თამასში მესი ეკლდა ვერ ვცნობდი ხოლმე ან რეალს პენალდო

გვარდიოლას ბარსას ძრავი ჩემი აზრით ხავი ინიესტა იყო და არა მხოლოდ მესი.

ზოგადად ნახევარდაცვა,რომ იგებს თამაშებს ეგ ახალი ამბავი არაა თუ კარგი ნახდაცვა გუავს მომენტებსაც ქმნი და ბურთსაცვაკონტროლებ,მაგრამ ჩვენ მარტო ბრუნო გვყვს ეს აშკარა ფაქტია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2021 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეა ნამდილად
0
№7
ავტორი: Phil Jones
29 მარტი 2021 11:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხოდა ეხლა კეინი დახატავს ამ გუნდს, ბრუნო-კეინი რავი ფანტასტიკაა, ხანდახან სხვებიც წაეხმარებიან და ეგაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top