"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ ინსი, "წითელ ეშმაკებს" ურჩევს განიხილონ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის სერხიო აგუეროს შესაძლო ტრანსფერი.
როგორც უკვე ცნობილია, "ქალაქელებსა" და არგენტინელ ფეხბურთელს შორის მიმდინარე კონტრაქტს სეზონის დასრულებისთანავე ეწურება დრო. რაც შეეხება ახალ ხელშეკრულებას, მხარეებს შორის ის ამ დრომდე არ გაფორმებულა დიდი ალბათობით სერხიო, გვარდიოლას კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.
გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, აგუეროს "ნისლიანი ალბიონის" დატოვება არ სურს. Sky Sports- მა აქამდე იმაზეც დაწერა, რომ 32- წლის თავდამსხმელის მომავალი რომან აბრამოვიჩის "ჩელსისთან" არის დაკავშირებული.
ამასთანავე, ინსი მიიჩნვს, რომ მისი ყოფილი კლუბი შექმნილ მდგომარეობას უნდა დააკვირდეს და შესაძლო წვდომის შემთხვევაში აგუეროსა და მის წარმომადგენლებს დაუკავშირდეს.
"არ არის ისე, რომ "მანჩესტერ იუნაიტდისთვის" თითქოს მხოლოდ ორი პრიორიტეტული ტრანსფერი არსებობს - ჰარი კეინი და ერლინგ ჰოლანდი.
სერხიო აგუერომ შესაძლოა დატოვოს "მანჩესტერ სიტი", რატომ არუნდა გაიფორმოს ის "იუნაიტედმა"? თუ მას სურს ინგლისში დარჩენა და მანჩესტერში ცხოვრება. მე ვერ ვხედავ ვერაფერ ცუდს ამ ტრანსფერის შემთხვევაში".- ციტირებს Manchester Evening News- ი პოლ ინსის სიტყვებს
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.