ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პეი ტორესი, კარიერის ინგლისი ჩემპიონატში გაგრძელებითაა დაინტერესებული.
"ვილიარეალის" შემადგენლობაში მოთამაშე ცენტრალურ მცველს "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელით სურს ასპარეზობა. ამის შესახებ "გლეიზერების" კლუბის საინფორმაციო წყარო "Manchester Evening News" - ი იუწყება.
"წითელი ეშმაკები" აქტიურად ეძებენ ცენტრალური დაცვის ხაზის იმ წევრს, რომელიც ჰარი მაგუაიერთან იდეალურ ტანდემს შექმნის. როგორც ჩანს ოლე გუნარის შტაბში ვიქტორ ლინდელოფის სათამაშო სტაბილურობით კმაყოფილი არ არიან.
პაი ტორესის კონტრაქტის გამოსყიდვის ციფრები არცთუ ისე მცირეა. ტრანსფერის დადასტურების შემთხვევაში "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობას ესპანური კლუბისთვის 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. "ვილიარეალთან" კონტრაქტი ტორესს 2024 წლამდე აკავშირებს.
ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩის ჩატარება და 2 გოლის გატანაც შეძლო.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.