"მანჩესტერ იუნაიტედმა" განაცხადა, რომ ნიკი ბატი კლუბს ტოვებს.
"ნიკი კლუბს ტოვებს! ყველა მადლიერია მისი დიდი წვლილისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების განათლებაში, რომლებიც პირველ გუნდში მოხვდნენ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. "მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალი თაობის ნიჭიერი ადამიანების მოზიდვაში, რომლებიც ჩვენს აკადემიას წინ წაიყვანს."
ნიკი ბატმა თქვა: "მე თვითონ ვიყავი აკადემიელი და "მანჩესტერ იუნაიტედში "თითქმის 400 თამაში ვითამაშე და ჩემთვის დიდი პრივილეგია, რომ დავბრუნდი აქ და ვმუშაობ ახალი თაობის ნიჭიერებთან."
"ჩემი სათამაშო კარიერის შემდეგ, მე ვიცი, რამდენად რთულია "იუნაიტედის" დატოვება, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს არის შესაფერისი მომენტი ახალი პროფესიული გამოწვევისთვის ჩემს კარიერაში. ველოდები შესაძლებლობას, რომ გამოვიყენო მთელი აქ მიღებული გამოცდილება, გატარებული ცხრა წლის განმავლობაში."
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა და ბატის ყოფილმა თანაგუნდელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ასევე თქვა რამდენიმე სიტყვა: "ნიკი ყოველთვის იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, ინგლისის ექვსგზის ჩემპიონი და ტრიპლების გამარჯვებული გუნდის განუყოფელი ნაწილი. აქ დაბრუნების შემდგე ის იქცა აკადემიელებისთვის მისაბაძ მაგალითად. ის ყველას მოგვენატრება და მან კარგად იცის, რომ აქ ყოველთვის მიესალმებიან."
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად სად გააგრძელებს კარიერას ბატი.