დღეს გავრცელებული ცნობით, პირველად, "მანჩესტერ იუნაიტედის" კოტ'დივუარელი ახალწვეული ამად დიალო ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იქნა გამოძახებული. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საინფორმაციო წყარო ავრცელებს.
სურვილის შემთხვევაში, 18- წლის ფეხბურთელს აქვს უფლება ითამაშოს იტალიის ან გვინეის ეროვნულ ნაკრებში, თუმცა დიალომ უკვე განცხადა, რომ მას კოტ'დივუარში მისი მშობლიური ქვეყნის სახელით სურს ასპარეზობა.
ეს არის სწრაფი პროგრესი ფეხბურთელისთვის რომელიც სულ ახლახანს შეუერთდა ინგლისურ გრანდს და რომლის დებიუტიც პრემიერ ლიგაში ჯერ არ ყოფილა.
ამასთანავე მან უკვე მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები ევროპა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში სადაც დიალომ იტალიური "მილანის" კარის დალაშქვრაც შეძლო.
ამრიგად, ამად დიალო, ერიკ ბაიისთან ერთად მშობლიურ ნაკრებს შეუერთდება. კოტ'დივუარი აფრიკის თასის გათამაშებაში ნიგერიასა და ეთიოპიას დაუპირისპირდება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.