"მანჩესტერ იუნაიტედის" 18 - წლამდელთა ნაკრები, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობას განაგრძობს. "წითელმა ეშმაკებმა" 18- ე ტურში სტუმრად "ევერტონი" ანგარიშით 0-2 დაამარცხეს და 45 ქულით 1- ადგილზე იმყოფებიან. უახლოესი მდევარი "მანჩესტერ სიტია". ქალაქელებს 43- ქულა უგროვდებათ.
რაც შეეხება გოლებსა და საგოლე გადაცემებს, ჩარლი მაკნილის გადაცემის შემდეგ ანგარიში 18- ე წუთზე ომარ ფორსონმა გახსნა. საბოლოო ანგარიში ჩარლი სეიჯის ასისტის შემდეგ უილ ფიშმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია ომარ ფორსონის სტატისტიკა, ფეხბურთელმა გუნდის ბოლო 5 მატჩში, სადაც ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მონაწილეობა მიიღო 6 გოლში, საკუთარი აქტივი 4 გოლითა და ორი საგოლე გადაცემით შეავსო.
შემდეგ ტურში "წითელი ეშმაკების" ახალგაზრდული ნაკრები "სტოკ სითის" დაუპირისპირდება.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.