გუშინ თბილისის დროით 21:00 სთ-ზე სტარტი აიღი ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშების მეოთხედფინალურმა დაპირისპირებამ.
ბრენდან როჯერსის "ლესტერმა", ნორვეგიელი სპეციალისტის ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და სტუმრები ანგარიშით 3-1 დაამარცხა. რის შემდეგაც აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.
"მანჩესტერელთა" რიგებში ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში, დაცვის ცენტრალური ხაზის წევრი ვიქტორ ლინდელოფიც იმყოფებოდა.
მატჩი შვედი ფეხბურთელისთვის საიუბილეო აღმოჩნდა. კერძოდ, ლინდელოფს "წითელი ეშმაკების" რიგებში უკვე 150 მატჩი დაუგროვდა. კლუბმა სოციალური ქსელის ტვიტერის საშუალებით მიულოცა ფეხბურთელს.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.