თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2021, 12:19
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1160,
კომენტარები: 2
ოლე თამაშის შემდეგ
დაღლილობამ და ტრამვებმა გავლენა იქონიეს.
ოლე თამაშის შემდეგ
ენერგია არ გვეყო

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ, მაგრამ ალბათ ეს არის ყველა ფაქტორის ჯამი. ტრავები, ბოლო დროს ჩატარებული ბევრი მატჩი. მე არ ვცდილობ საბაბი მოვიყვანო, მაგრამ ვცდილობ ახსნა მოვიძიო და ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ჩვენთან რამდენიმე ფეხბურთელი დაბრუნდა, რომლებსაც ვარჯიშისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ. ზოგიერთს პრაქტიკულად არ უთამაშია, ზოგი პრაქტიკულად არ ისვენებს და მათ არ გააჩნდათ ენერგია, რომლის დანახვასაც ჩვენ შევეჩვიეთ. ჩვენ გავუშვით მარტივი გოლები, რომლებსაც, როგორც წესი, არ ვუშვებთ და ისეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ, როგორიცაა "ლესტერი", ძალზე ძნელია შემოტრიალება.

მეისონის კარგი გოლი

ეს შესანიშნავი გოლი იყო და კარგია იმის დანახვა, რომ მეისონს ისევ აქვს ეს ინსტიქტი. ეს იყო კარგი დასასრული და კარგი მოქმედება პოლის მიერ და დონიმ შექმნა ეს გოლი ბურთის შეხების გარეშეც კი. მან ძალიან ჭკვიანურად ითამაშა. დიახ, პოზიტიური მომენტებიც იყო - სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ დონი და პოლი დაბრუნდნენ, რომ ედი კვლავ გამოჩნდა მოედანზე და ენტონიმ 90 წუთი ითამაშა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში ეს ბევრს ნიშნავს.

პოგბას და ვან დე ბეკის ერთად გამწესება სწორი იყო?

ასეთი შესაძლებლობა რომ იყოს, ისევ იგივეს გავაკეთებ. ვგრძნობდით, რომ მათ 45 წუთზე მეტხანს შეეძლოთ თამაში და ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ამიტომ ისინი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდნენ.

ცუდი გოლების გაშვება

როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო თვეების დაძაბულობამ გავლენა იქონია. როგორც წესი, ასე არ ვიქცევით. როდესაც ბურთს ვკარგავთ, მას ვუბრუნებთ ან ვებრძვით ჩვეულებრივ, ასეთი შეფერხებები არ გვაქვს. არ მსურს ვინმეს გამართლება, მაგრამ ეს არის მთავარი მიზეზი. დღეს ჩვენს თამაშში არ იყო სიმკვეთრე.

ერთდროულად ოთხი ცვლილება

ჩვენ ავირჩიეთ შემადგენლობა და ვფიქრობდით, რომ ამ მატჩის მოგება შეიძლებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ დონისა და პოლის მსგავსი მოთამაშეები ერთ საათზე მეტხანს ვერ ითამაშებდნენ და ვიცოდით, რომ გვყავდა შემცვლელები, რომლებსაც შეეძლოთ შემოსვლა და ცვლილების შეტანა. ვიმედოვნებდით, რომ როდესაც ისინი გამოვიდოდნენ, დაგვმატებდნენ საჭირო ენერგიასა და სიკაშკაშეს, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით ისეთი მკვეთრები, როგორც ადრე. დაგროვილმა დაღლილობამ იმოქმედა.

ტრავმის გავლენა

ჩვენ ვაშენებთ გუნდს, მაგრამ 6 ან 7 ტრავმა გვქონდა ერთდროულად ერთიდაიგივე პოზიციებზე. თუ გვინდა ვიყოთ წარმატებულები, მზად უნდა ვიყოთ ამგვარ სიტუაციებში გასამკლავებლად და უფრო მაღალი დონის დემონსტრირება გავაკეთოთ, ვიდრე დღეს. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ მივდივართ. ჩემმა ბიჭებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე! ისინი შესანიშნავი იყვნენ და წარმოუდგენელი სერია ჰქონდათ. სამწუხაროდ, დღეს ვერ შევძელით ჩვენი ნორმალური თამაშის ჩვენება, ეს ხდება.

ეროვნული გუნდების შესვენება

ახლა დეკორაციის შეცვლის დრო მოვიდა - ვიღაც მიდის, ვიღაც რჩება ვარჯიშისთვის. ბიჭები ყოველ დღე იყვნენ კარინგტონის გვერდით, ყოველდღე მუშაობდნენ და ვარჯიშობდნენ ერთად, ამიტომ ცვლილება მათთვის კარგი იქნებოდა. ისინი დაბრუნდებიან და მზად იქნებიან წინ სვლისთვის.

https://www.manutd.com/
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2021 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ფაქტია რო გუნდს გაძლიერება ჭირდება
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2021 13:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ევროპა ლიგა უნდა მოიგონ, სხვა გზა აღარაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top