ნიდერლანდელი იხსენებს 2001/02-სეზონს, როცა მას პირველივე სეზონში "ოქროს ბუცის" მოგება შეეძლო. ის ამ ჯილდოსთვის ტიერი ანრის და ალან შირერს ებრძოლა. ბოლო ტურში კი თამაშის დაწყებამდე, სერ ალექსისგან დიდი სურპრიზი მიიღო.
"ანრი პრემიერ ლიგაში ჯერ კიდევ მაშინ ბრწყინავდა, როცა მე "პსვ-ში" ვთამაშობდი. მინდოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავს მოტივაციას ვაძლევდი. ალან შირერიც იქვე იყო და პირველივე სეზონში ამ დიდ ფეხბურთელებთან კონკურენციაში ჩავები."
"ბოლო სეზონის მატჩის წინ, სერ ალექსმა არათუ ძრითადში არ დამაყენა, საერთოდ განაცხადს მიღმა დამტოვა და ტრიბუნებზე გამიშვა თამაშის საყურებლად. არადა ერთი გოლი მჭირდებოდა. მან მითხრა: "შენ არ იბრძოლებ ოქროს ბუცისთვის, ჩვენ პრემიერ ლიგა ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, შენც თამაშგარეში ხარ."
"ეს იყო გზავნილი, რომ ჩემი გოლი ტიტულებთან ერთად იყო საჭირო. მთელი თამაში ვგებულობდი რახდებოდა "არსენალის" თამაშში, ტიერი ანრიმ კი გოლი გაიტანა, მე ერთი ბურთით გამისწრო და ოქროს ბუცსაც დაეუფლა". - გაიხსენა რუდ ვან ნისტერლოიმ.