ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, ნორმაზე მეტად ცხელი შესაძლოა აღმოჩნდეს ინგლისური გიგანტის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მისი მენეჯმენტისათვის. კლუბი რამოდენიმე ფეხბურთელის გაფორმებას გეგმავს.
ერთ ერთი მთავარი სამიზნეა "დორტმუნდის ბორუსიას" ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩო. ედ ვუდვორდი აღნიშნულ ფეხბურთელს უკვე რამოდენიმე სატრანსფერო ფანჯარა უთვალთვალებს.
იმ შემთხვევაში თუ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ვერ შეძლებს გერმანიიდან ჯეიდონ სანჩოს წამოყვანას, კლუბი სხვა სატრანსფერო სამიზნეზე გადაერთვება.
საუბარია პრემიერლიგური "ვულვზის" მოთამაშე პედრუ ნეტუზე. აღნიშნული ინფორმაციის წყარო The Sun- ი გახლავთ.
ავტორიტეტული პორტალი "ტრანსფერმარკეტი" 21 წლის ფეხბურთელს 35 მილიონ ევროდ აფასებს. შესაძლოა ისიც, რომ ნეტუს ტრანსფერი "ოლდ ტრაფორდელებს" 50 მილიონი ევრო დაუჯდეთ.
მიმდინარე სეზონში პედრუ ნეტუმ "მგლების" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, საკუთარი მონაგარი კი 5 გოლით და 4 საგოლე გადაცემით შეავსო.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.