"მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელმა სპეციალისტმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს პოლ პოგბას მომავალს ნათელი მოჰფინოს და მასთან შეხვედრები გამართოს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.
ევროპა ლიგის გასულ მატჩში, თვენახევრის შემდეგ მოედანზე "წითლების" ფრანგი ნახევარმცველი ტრიუმფალურად დაბრუნდა. პოგბამ "მილანელებს" შეხვედრაში ის ერთადერთი გოლი გაუტანა, რომელიც ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეყოთ.
შეგახსენებთ, რომ პოლს "ოლდ ტრაფორდზე" კონტრაქტის თანახმად კიდევ ერთი სრული წლით დარჩენა შეუძლია, თუმცა, ედ ვუდვორდს ამ ხელშეკრულების კიდევ რამოდენიმე წლით გახანგრძლივება სურს.
"მე ვფიქრობ, რომ გუნდში ყველა, მათ შორის პოლ პოგბაც ორიენტირებულია ამ სეზონში მაქსიმუმის მიღწევაზე. არ გვსურს, რომ ენერგია დავხარჯოთ ამ სპეკულაციებზე საუბრით.
რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ. როდესაც ხედავ პოლის ასეთ თამაშს ( "მილანის" წინააღმდეგ), როდესაც ხედავ მას ვარჯიშებზე, თუ როგორ ბოლომდე იხარჯება და ზრუნავს გუნდისათვის, უკვე გესმის რამდენად სამოვნებს მას ჩვენთვის თამაში და რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ის".- ციტირებს ESPN - ი ოლე გუნარის სიტყვებს.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.