თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2021, 11:15
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1297,
კომენტარები: 8
სოლსკიაერი ძალიან კეთილი და ლმობიერია
ის ძალიან კეთილია და მან შუალედი უნდა იპოვნოს.
სოლსკიაერი ძალიან კეთილი და ლმობიერია
უსეინ ბოლტმა განაცხადა, რომ სოლსკიაერმა უნდა იპოვნოს შუალედი , თუ მას სურს გრძელვადიან პერიოდში იყოს "მანჩესტერ იუნაიტედში".

ოლიმპიური ლეგენდა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარია.

ბოლტს სთხოვეს შეაფასოს "იუნატედი" რომელიც ამჟამად პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზეა.

ნორვეგიელს აქვს შედარებით მოკრძალებული მენეჯერული მიდგომები და ბოლტი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა გამკაცრება.

"თუ ის შეიცვლება - ის ძალიან კეთილია", - განუცხადა ბოლტმა CNN- ს.

"მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა, ის ძალიან კეთილია. ის ნამდვილად არასდროს ამბობს რაიმე ცუდს არცერთ მოთამაშესთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ ისინი კარგად არ თამაშობენ და ძალიან ლმობიერია."

"თუ ის შეიცვლება და მართლაც მოახდენს ზეწოლას მოთამაშეებზე, თქვენ იცით რას ვგულისხმობ, დაუძახებს ზოგჯერ, როდესაც ისინი ნამდვილად არ ასრულებენ დავალებას კარგად, მაშინ ვიგრძნობ, რომ ის უნდა დარჩეს, რადგან ის მაგარია და გულშემატკივრებს უყვართ იგი."

სოლსკიაერმა მემკვიდრეობით მიიღო მოთამაშეები, რომელმებაც რამდენიმე მენეჯერი გამოიცვალეს. მან სამი წლის განმავლობაში დაიწყო სტრატეგიის ჩამოყალიბება.

ბოლტმა განსაკუთრებული კრიტიკისთვის გამოყო ნახევარდაცველი ფრედი და ეჭვქვეშ დააყენა ედინსონ კავანის რეგულარული თამაში.

"ვფიქრობ, ფრედი არ უნდა იყოს ნახევარდაცვაში", - დასძინა მან.

"ის ბევრს შრომობს, მაგრამ აკლია პასის მიღების კულტურა და უამრავ არასწორ გადაცემას აკეთებებს."

"ჩვენ ასევე ნამდვილად გვჭირდება მეტი თავდამსხმელი, სუფთა ტიპის ფორვარდი."

"მე ვფიქრობ, რომ ედინსონ კავანს უფრო მეტი თამაში სჭირდება. მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ სანამ მას შეუძლია, სულ მოედანზე უნდა იყოს. თქვენ იცით რასაც ვგულისხმობ." - დაასრულა რვა გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სპრინტში.

https://www.mirror.co.uk/

.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
20 მარტი 2021 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ამ ფრედს რატო შეე/////ით ყველა! მაგას და მაკტომინს უნდა ვუმადლოდეთ რომ ასე ცოტა გოლებს ვუშვებთ და მოედნის ცენტრს უმეტესად ვაკონტროლებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: ikeoni
20 მარტი 2021 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
გასახდელში რა ხდება არავინ იცის ეგ ესე ლაპარაკი რო ლმობიერია ეგ ერთი შეხედვით ჩანს ..ფრედზე კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ძაან სისულელეს ამბობს და კავანი კიდე როცა ჯამრთელია სულ ძირითადშია როდის არ დააყენა სასტავში:))
0
№3
ავტორი: levionok
20 მარტი 2021 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ფრედი?ღადაობთ? ბიჭს ნახეთ რამდენი ჩაჭრა და რამდენი ართმევა აქვს საშვალოდ თამაშში და დაფარული მანძილები ბᲘჭი ყველგან არის და გუნდი რო გამოყავს კონტრზე სათამაშოდ იდეალურია პასს აფუჭებს ყველა გრინვუდი 2 მეტრიან პასებში ცდება ბრუნო აფუჭებს დიდ რაოდენობა პასებს მისი პასები ხშირად იჭრება მაგრამ რა არ ვარგა? არ ვეთანხმები არანაირად ფრედი გუნდს ჭირდება!!!
0
№4
ავტორი: Karanadze
20 მარტი 2021 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Yvela vambobt ro fredi sakaifod aatamasha sulsheram da mis gareshe dacva ver iqneba magram martla aqvs minusebi da eg chans
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2021 13:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფრედზე ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება ოლეს, შორიდან ასე ჩანს რო ლმობიერია მარა თივთონაც ამბობს რო გასახდელში და შიდა სამზარეულოში სულ სხვანაირი ვარო და რა ვიცი აბა :)
0
№6
ავტორი: shotkin
20 მარტი 2021 13:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს ცოტა მარტივად უყურებს შორიდან რაღაც რაღაცეებს როგორც ჩანს ))) რაც შეეხება ოლეს და მის ლმობიერებას ამაზე თვითონ ოლეს ყოფილი სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თქვეს შარშან რო ისეთი ლმობიერი არ არის როგორც ეგ ეკრანზე ჩანსო კულისებს მიღმა სულ სხვანაირია და არც სიმკაცრე ეშლება როცა საჭიროაო ამიტო მაგაზე არც ვნერვიულობ, ყველას რო იცინოდეს ესე წინ ვერ წავიდოდა გუბდი ჯერ მარტო ამით რო ვიმსჯელოთ )))
0
№7
ავტორი: Svanchester
20 მარტი 2021 15:30
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ბოლტ, როდესაც შიდა სამზარეულო არ იცი ოლე გუნარზე არუნდა ისაუბრო. შენ ვერ ასწავლი მოქმედების ნაბიჯებს კაცს რომელიც მთელი ცხოვრებააა ამ გუნდის ნაწილია, ჯანსაღი კრიტიკა კარგია, ფრედს აქვს შეცდომები მაგრამ ყოველთვის როდესაც მოედანზე გამოდის სულს და გულს დებს, კავანის რაც შეეხევა ეძლეოდა სათამაშო დროც და სასტარტოც.
0
№8
ავტორი: Methadon
20 მარტი 2021 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Ყველაზე მეტად იმათ აკრიტიკებენ ვინც სტაბილურს ხდის და ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება... Პირველ რიგში დაცვა და ჩამშლელები... Იქ სადაც გუნდმა ვერ მოიგო ან წააგო, იმიტომ რომ შემტევებმა ვერ გაიტანეს დაცვაში დამდგარ გუნდებთან და ფანტაზიის ნაკლებობა იყო... Სადაც ჩვემ ვთამაშობთ მეორე ნომრად იქ ვიგებთ კიდეც უმეტესად... Უშეცდომო არავინ არაა, მაგრამ დიდი პროგრესი განციდა უკანა ხაზმა, რაც დასაფასებელია, ბურთის უაზროდ მოგერიებას გადაეჩვია გუნდი, რაც ფერგის მერე წლების განმავლობაში სისხლში გვქონდა გამჯდარი... Ახლა როცა პოგბა დაბრუნდა ჩემი აზრით, მან უნდა დაიკავოს ბრუნოს პოზიცია და ბრუნომ ცრუ ცხრიანზე ითამაშოს ჯობია, უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება შეტევა, თორემ დანარჩენების იმედი სულ დამეკარგა...
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top