რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ! ძალიან კარგად შესრულებული სამუშაო, რადგან ეს ორი ძალიან თანაბარი მატჩი იყო. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ის, ვინც ცოტა მეტი ხარისხით გამოირჩევა, იმარჯვებს, ან რომელ მოთამაშესაც ექნოებოდა უფრო მეტი საშემსრულებლო ოსტატობა. ან იქნებ ყველაფერი გადაწყვიტა სტანდარტულ დარტყმას. დინმა ფანტასტიკური სეივი გააკეთა ზლატანის თავით დარტყმულიდან და ეს იყო ძალიან კარგი გოლი პოლ პოგბასგან! ვფიქრობ, ჩვენ საკმარისი რამ გავაკეთეთ, რომ გავსულიყავით. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ და ძალიან კარგ გუნდს ვძლიეთ.
პოგბას დაბრუნება უდიდესი პლუსია
ძალიან გვაკლდა პოლი. ნებისმიერ კლუბს დააკლდებოდა პოლის მსგავსი მოთამაშის დანაკლისი. ამავე დროს, ის ახლა იწყებს ფორმის აღდგენას. ვფიქრობ, მისი დაბრუნება ძალიან სერიოზულ სტიმულს მოგვცემს სეზონის ბოლოს. დღეს მან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს თამაშზე. მას აქვს შესანიშნავი ტექნიკა და ძალიან მოხარული ვარ, რომ პოლ დაბრუნდა, მაგრამ ბიჭებმა კარგად იმუშავეს ამ ორი თვის განმავლობაში, როდესაც ის არ გვყავდა. ჩვენ ვიმუშავეთ, სამ დღეში ერთხელ ვთამაშობდით და ახლა პოლი დაბრუნდა, დონი დაბრუნდა და დევიდიც დაბრუნდა. იმედი მაქვს, რომ ენტონი და ედინსონიც მალე დაბრუნდებიან. ასე რომ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.
თავდაცვა იწყება შეტევით
თქვენ საკუთარ თავს შანსს აძლევთ მოიგოთ შეხვედრა მშრალი კარით. დინმა ფანტასტიკური სეივი გააკეთა და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვიცავდით თავს. ყველაფერი დაიწყო მოწინააღმდეგის ნახევარ მოედანზე, თქვენ მუდმივად ხედავდით, რომ ჯეიმსი, მეისონი, მარკუსი და ბრუნო პრესინგს თამაშობენ. ამავდროულად, ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ ჩვენს კართან ყველაზე ახლოს მდგარი ექვსეული, წარმოდგენილი ოთხი მცველით და სკოტი და ფრედი, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მეტოქეს დარტყმის საშუალება არ მისცენ.
თასებზე ვერ დაისვენებ
მომდევნო მატჩებიც რთული იქნება, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვძლიეთ "სოსიედადს", დავამარცხეთ "მილანი", ამიტომ დარწმუნებული ვართ ჩვენს ძალებში. ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვაჩვენოთ საკუთარი თავი, უნდა ვაჩვენოთ კარგი ფეხბურთი. ჩვენ არ შეგვიძლია ვითამაშოთ ისე, როგორც პერიოდულად ვთამაშობდით "მილანთან" პირველ მატჩში, როდესაც ძალიან მოდუნებულები ვიყავით. გვაქვს ჩემპიონატის მატჩები, ევროპა ლიგის მატჩები და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს, რადგან ეს ერთადერთი შესაძლებლობაა უკეთესობისკენ - ისწავლო მნიშვნელოვანი მატჩების მოგება. თქვენ ვერ დაკარგავთ კონცენტრაციას თასის ტურნირებში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დღეს მომეჩვენა, რომ იყო ჯარიმა, როდესაც დენი წააქციეს საჯარიმოში, მაგრამ ზოგჯერ მსაჯი მიუთითებს ნიშნულზე და ზოგჯერ არა. თასებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ და ველოდებით წილისყრას.
გამარჯვებები ყოველთვის ეხმარება
ფეხბურთში გამარჯვების იმპულსი ზოგჯერ ნაკლებად არის შეფასებული. გამარჯვებით, თქვენ მიიღებთ უზარმაზარ ენერგიას და მინდორზე შემოდიხართ შთაგონებული. თქვენ უფრო და უფრო დარწმუნდებით საკუთარ თავში. თუ წააგე, შემდეგ ჯერზე შეგეშინდება ისევ წაგების და შეცდომის დაშვების. დღევანდელი გამარჯვება ბევრს ნიშნავს ჩვენი ბიჭებისთვის, ჩვენ მშვენიერი ატმოსფერო გვაქვს გასახდელში. ჩვენ უბრალოდ უნდა აღვიდგინოთ ძალები, რადგან კვირა ისევ ის თამაშია, რომელსაც ველოდებით. ჩვენ ჩემპიონატის მატჩების შესვენება გვაქვს, მაგრამ წინ კიდევ ერთი დიდი თამაშია, თასის მეოთხედფინალი, ამიტომ წინ უნდა ვიაროთ.