ევროპა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგების მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "გრანადას" ეთამაშება.
ეს იქნება "წითელი ეშმაკების" პირველი შეხვედრა ესპანურ კლუბთან, რომელიც პირველ ევროპულ კამპანიას ატარებს. ამ სეზონში "გრანადამ" უკვე ჩაატარა 13 მატჩი და პლეი-ოფის წინა ტურებში გააგდო "ნაპოლი" და "მიოლდე". ესპანეთის ჩემპიონატში ამჟამად მერვე ადგილი უკავია.
დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართება "ნუევო ლოს კარმენის" სტადიონზე ხუთშაბათს, 8 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრა გაიმართება "ოლდ ტრაფორდზე ერთი კვირის შემდეგ.
თუ "იუნაიტედი" "გრანადას" გაცდება, სოლსკიაერის გუნდი "აიაქს" - "რომას" წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი ნახევარფინალური მატჩი შეიძლება ჩატარდეს "ოლდ ტრაფორდზე" 29 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 6 მაისს.