თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2021, 12:30
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1207,
კომენტარები: 7
შოუ: პოლი მსოფლიო კლასისაა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ "მილანთან" მატჩის შემდგომ პოლ პოგბა შეაქო.
შოუ: პოლი მსოფლიო კლასისაა
ლუკ შოუმ კიდევ ერთი კარგი დაცვითი თამაში შემოგვთავაზა, კარგი თამაში შემოგვთავაზა ზოგადად "იუნაიტედის" დაცვითმა ხაზმა, მეკარე დინ ჰენდერსონის ჩათვლით, გუნდმა მოახერხა ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ კარი მშრალად შეენახა.

შეგახსენებთ "ოლდ ტრაფორდზე" ნათამაშები 1-1 ის შემდეგ "იუნაიტედმა" მეორე მატჩში "სან სიროზე" "მილანი" 1-0 დაამარცხა, გოლი პოლ პოგბას ანგარიშზეა, რომელიც შეცვლაზე შევიდა მეორე ტაიმის დასაწყისში და შესვლიდან დაახლოებით ორ წუთში გოლიც მიითვალა.

MUTV-თან საუბარში ლუკ შოუმ განიხილა მატჩის დროს განვითარებული მოვლენები : "ბედნიერი ვარ, გავედით შემდეგ ეტაპზე, დამეთანხმებიან თანაგუნდელები თუ ვიტყვი, რომ მთელი მატჩის მანძილზე არ ვიყავით კარგები. პირველი 10-15 წუთი კარგად ვითამაშეთ, დავიწყეთ ბურთის ფლობა, კონტროლი ბურთზე. შემდეგ რაღაცნაირად გავითიშეთ, ბურთს ვკარგავდით.

ლუკ შოუმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა პოლ პოგბაზე, რომელიც ტრამვის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა. პოლ პოგბამ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ თავის საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი.

"შესაძლოა იღბლიანები ვიყავით, თუმცა ყოველთვის გეხმარება ის ფაქტი, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გყავს გუნდში, სწორედ ეს გაძლევს განსხვავებას და უპირატესობას.

მან ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ეს იყო ის რამაც შემდეგი ტურის საგზური მოგვიპოვა, მას შეუძლია მჭიდრო სივრცეების ბრწყინვალედ გამოყენება.

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ გასულ კვირეებში იგი ძალიან დაგვაკლდა, ახლა ჩვენი შემადგენლობა უფრო ვრცელია, ტრამვირებულები გვიბრუნდებიან, შეგვიძლია დავტკბეთ უკვე უფრო დიდი შესაძლებლობებით.

ასევე ძალიან დიდი პატივია ეროვნულ ნაკრებში გამოძახება

მაქვს ამბიცია საიმისოდ რომ ადგილი დავბრუნო შემადგენლობაში და ვფიქრობ იღბლიანი ვიქნები თუ ამას წარმატებულად შევძლებ. რა თქმა უნდა მომიწევს მუშაობის გაგრძელება, რათა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო".
- განაცხადა ლუკ შოუმ ინტერვიუში.

https://www.manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2021 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უფრო ხშირად რო აკეთებდეს პოლი მსგავს რაღაცებს უკეთესი იქნებოდა, მსოფლიო კლასის როა და თუ ხასიათზეა ყველას და ყველაფერს რო გადაუვლის ეს ყველამ ვიცით მარა ხასიათზე რო არაა ხშირად ეგაა მაგის ყველაზე დიდი პრობლემა :) პლუს ტრავმებიც ემატება ამ ბოლო დროს
0
№2
ავტორი: shotkin
19 მარტი 2021 14:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
პოგბას გაშვება მგონი კლუბსაც არ უნდა და რეალურად ისეთი პროექტია მანჩესტერი პოლსაც აღარ უნდა უნდოდეს წესით წასვლა, რომც წავიდეს უკეთეს პოტენციალის მქონე კლუბში სად წავა? რეალიც დაშლილია ბარსაც პსჟ ში თუ გადავა მარა არამგონია ეხლა ისეთი სიტუაცია იყოს მას და კლუბს შორის როგორც ადრე, მგონი დალაგდა რაღაც რაღაცეები უბრალოდ გუნდმაც უნდა გააკეთოს ისეთი ტრანსფერები რო ბრუნოს ნაირს და პოგბასნაირ ამბიციურ ხალხს დააჯეროს რო დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ, გრინვუდი და ადამა დაიალო კაია მარა ამ ბიჭებით ვერც პრემიერ ლიგას მოიგებ და მითუმეტეს ვერც ჩემპიონტა ლიგას უახლოეს 3-4 წელში მინიმუმ და აქ უნდა ანახოს კლუბმა რო გაძლიერება შეუძლია და უნდა რეალურად.
0
№3
ავტორი: Shreki30
19 მარტი 2021 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 170
თუ გაკეთდა კარგი ტრანსფერები მგონი აღარ წავა. ძაან დიდი ძალაა რა. კლასნია და კი შეგვეტყო პოგბას გარეშე რო ძალიან გვიჭირს. მარტო ბრუნო ვერ გაქაჩავს ყველა თამაში და არც არი სწორი 1 ფეხბურთელზე იყოს გუნდი ჩამოკიდებული თუ წაუვა თამაში ხო კაი თუ არადა მთელ გუნდს რო არ მიადის თამაში
0
№4
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2021 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
საოცარი მოთამაშეა და იმედია დარჩება ❤️წინ ჰოლანდი და კაცი არაა ჩვენი გამჩერებელი
0
№5
ავტორი: David_Beckham7
19 მარტი 2021 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
შოუს ესეთი ფორმა.მაგრად მისწორდება. იმედია დანარჩენ მთლიან კარიერას სერიოზული ტრამვის გარეშე ჩაატარება და ესეთ და უმეთეს ლეველზე იქმება სულ. აი პოგბას რაც შეეხება რომ.გაყიდონ მაინც აუცილებელია მაგის დონოს თუ არა მაგის მახევრის მოყავნა მაინც. მე მქონდა შეგრძნება პოგბა რო არ გვყოლოდა მთელო თამაში არაფერი შეიცვლებოდა. ყველა გუნდმა.იცის ბრუნო რაცაა და ყველა მის აყვანას ცდილობს და საჭიროა გუნდში მეორე და მესამე ფეხბურთელიც რომელოლიც გადაინაწილებენ ლოდერის თვისებება და ერთმანეთს სივრცეებს შეუქმნიან

ხოლო დარჩენას რაც შეეხება, რეალი და იუვე სადაც პოლს მიათრევდა რაიოლა ნახავთ რო 2-3 წელიწადში იქ იქნებიან იმ დონეზე რა დონეს და საფეხურებსაც ეხლა ჩვენ გავდივართ. რეალი წინ სულ გამოსაცველია. ცენტრშიც მოდრიჩი წაუვათ კროსიც ასაკში სედის. 28 წლოს ფეხბურთელს კიდე რატო უნდა გინდოდეს ლიჟბი რეალის ფეხბურთელი გერქვას დ აგრძნობდე ვერაფერს მოიგებ მქონც თუ უნდა წვაიდეს
0
№6
ავტორი: giorgi_mg
19 მარტი 2021 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმედი ნაკრებში მაგრად ითამაშებს შოუ, 3d_5

რაც შეეხება პოლს, არამგონია ვინმემ გაუშვას და არც მგონია რომ ეხლა ვინმე 120 მილიონი ფუნტი გადაიხადოს მაგაში თუნდაც 100 იყოს. smoke
0
№7
ავტორი: Phil Jones
20 მარტი 2021 10:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეხლა მთავარია ნაკრებში არ დაიმტვრეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top