ფაქტიურად ყოველკვირეულად ისმის კითხვა, "რომელი ტიტულის მოგება იქნება წინსვლის მანიშნებელი კლუბისთვის?", ამ კითხვას სოლსკიაერმა უპასუხა
"წითელი ეშმაკები" ბოლო წლებია ვეღარ იგებენ იმ კალიბრის ტიტულებს რაც მათთვის ჩვეული ამბავი იყო მუდმივად, რეალურად კლუბმა მნიშვნელოვან წარმატებას სერ ალექსის წასვლის შემდეგ 2017 წლის მაისში მიაღწია, თუმცა სამწუხაროდ ეს იყო "ევროპა ლიგის" თასის აღმართვა, წელს კი ვხედავთ სიტუაციას, როცა კლუბს ისევ შეუძლია მოიგოს "ევროპის ლიგა" და "Emirates FA Cup".
"მილანთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ოლე გუნარ სოლსკიაერმა მედიის კითხვას გასცა პასუხი და შეეხო თემას იმის შესახებ თუ რა შეიძლება მივიჩნიოთ კლუბის განვითარების მთავარ მაიდენტიფიცირებელად:
" რა თქმა უნდა ყველას გვსურს ტიტულების მოგება კლუბში, მაგრამ ხანდახან პროგრესზე თასებზე მეტად სხვა ფაქტები უფრო მეტყველებენ, რომელიც კლუბში ხდება. კი სატურნირო მდგომარეობა ლიგაში მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში აქ დაფიქსირებული შედეგები გვაჩვენებს რამდენად წარმატებულად გამოვდივართ, თუმცა ლიგაში პოზიცია შესაძლოა იყოს იღბლიანობის ან უიღბლობის ბრალიც, მაგალითად უიღბლობით გამოწვეული ფრეები, მატჩებით რომელთა ბედიც განსხვავებულმა ფაქტორებმა გადაწყვიტეს". - განაცხადა სოლსკიაერმა.
"მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მოგება, ეს არის ფეხბურთის მთავარი მიზანი და ტიტულებია ის რაც ყოველთვის სამიზნეში უნდა გქონდეს.
ყოველდღიური პროცესები გუნდში უმნიშვნელოვანესია, მე ვგრძნობ და ვხედავ განვითარებას ყოველდღიურ რუტინაში, ყოველდღიურ სამუშაოში. ბიჭები გასცემენ ყველაფერს რაც მსურს. ეს ერთერთი მაჩვენებელია ჩემთვის იმისა, რომ განვითარდით, ახლა 12 ქულით წინ ვართ, ვიდრე შარშან ამ დროს ვიყავით.
გუნდში უკვე ორ სეზონ ნახევარია რაც ვარ, დიდი გადალაგება მოხდა გუნდში, ფაქტობრივად ახლიდან მიმდინარეობს მშენებლობა. პრემიერ ლიგის პოზიცია არის ის რასაც თქვენ ხედავთ, შეგიძლიათ დაინახოთ ცხრილში ზემოთ ან ქვემოთ მოძრაობა.
გვჭირდება მოგება რაღაცის, თუ კარგად ვითამაშებთ ტიტულებიც დაგვიბრუნდება. თანმიმდევრულობა გვჭირდება, რათა ვიყოთ მუდმივად საუკეთესოებს შორის და შემდეგ მოვიგოთ ტიტულები. ტიტულს შეუძლია გადაფაროს ის მძიმე ბრძოლა რაც დაგჭირდა".