მას შემდეგ რაც ედისონ კავანიმ ტრამვა მიიღო, გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებს მიმართეს . . .
მას შემდეგ რაც ედინსონ კავანიმ ტრამვა მიიღო, გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებს მიმართეს, გულშემატკივრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი "ტვიტერია", აღნიშნულ ქსელში გაჩნდა პოსტები, რომელთაც ძალიან ბევრი მოწონება აქვთ, ასევე ბევრია კომენტარები და აღნიშნული პოსტების გაზიარებები. მთავარი მესიჯი ერთია "გაუშვით" ("Let him go")
უფრო მეტი სიცხადისთვის შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ედინსონ კავანი ტრამვირებულია ისევ და იგი გუნდს "მილანთან" გასამართი შეხვედრის წინ ვერ დაეხმარება.
მატჩი რთული და მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებიც დაძაბულნი არიან, ასეთ დროს ვარჯიშზე მიღებული ტრამვა ძალიან დასანანი და საწყენია, თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ გუნდს ენტონი მარსიალიც ვერ დაეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ კავანიმ მალევე მოიპოვა "წითელ ეშმაკთა" შორის პოპულარობა, ახლა ვხედავთ სიტუაციას როცა გულშემატკივართა საყურადსაღებო მასა მოითხოვს კავანის წასვლას გუნდიდან, რადგან რთულია მისი ხშირი ტრამვიანობის ფონზე მისი იმედი ჰქონდეს კლუბს.
https://thepeoplesperson.com