"მანჩესტერ იუნაიტედის" პრეს სამსახური იუწყება, რომ ევროპა ლიგის 1/8 - ფინალურ დაპირისპირებას "მილანის" წინააღმდეგ, კლუბის ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი გამოტოვებს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ედინსონმა ტრავმა მოიშუშა და დღეს სრული დატვირთვითაც ივარჯიშა, თუმცა როგორც ჩანს ურუგვაელის ტრავმისშემდგომი ფორმა არადამაკმაყოფილებელია.
"სამწუხაროდ, კავანის რეაგირება დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე არ იყო დამაკმაყოფილებელი. ის თამაშისათვის სრულ მზადყოფნას ვერ გრძნობს". - იუწყება კლუბის საინფორმაციო.
შეგახსენებთ, რომ გუნდის შვიდიანმა ევროპა ლიგის მერვედფინალური პირველი დაპირისპირებაც გამოტოვა "ოლდ ტრაფორდზე" პიოლის "მილანის" წინააღმდეგ.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.