პირველად, 27 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედის" ქალთა გუნდი "ოლდ ტრაფორდს" ესტუმრება და საშინაო შეხვედრას ჩაატარებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
ქეისი სტოუნის შეგირდები ისარგებლებენ რა სანაკრებო პაუზით და "ოცნებების თეატრში" ქალთა სუპერლიგის მორიგ შეხვედრას "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
როგორც წესი სტოუნის გუნდის საშინაო არენა "Leigh Sports Village" - ი ითვლება. აღნიშნული მოედანი 12 ათას მაყურებელზეა გათვლილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოედანზე ასპარეზობს მამაკაცთა გუნდის 23 წლამდელთა ნაკრებიც.
"მატჩი "ოლდ ტრაფორდზე - ეს იქნება განსაკუთრებული მომენტი ჩვენი გუნდის ისტორიაში. ეს იქნება მშვენიერი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქალთა ფეხბურთს დემონსტრირება გავუწიოთ, რომლის დონეც მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში.
გვენატრება გულშემატკივრები, ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ გვექნება შესაძლებლობა ვითამაშოთ "ოცნებების თეატრში" უკვე გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნებით". - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ქალთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ქეისი სთოუნმა.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.