თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2021, 20:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1127,
კომენტარები: 5
რეშფორდი: "კმაყოფილებას ევროპა ლიგის მოგების გარეშე ვერ მივაღწევთ"
ინგლისელ შემტევს ევროპა ლიგის მოგება სურს.
რეშფორდი:
ხვალ, თბილისის დროით 23:59 სთ-ზე ევროპა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირებები განახლდება. განმეორებით მატჩს იტალიური "მილანი" და ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" ითამაშებენ.

აღნიშნული წყვილის პირველი შეხვედრა ინგლისში "ოლდ ტრაფორდზე" ანგარიშით 1-1 დასრულდა. ყველაფერი იტალიაში "სან სიროზე" გაირკვევა.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "წითლების" ახალგაზრდა შემტევი მარკუს რეშფორდი აცხადებს რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ სეზონში საბოლოო კმაყოფილებას ევროპა ლიგის მოგების გარეშე ვერ მიაღწევს.

"პირველმა შეხვედრამ აჩვენა, რომ რთულ პირობებში კარგად გამოსვლა და ასპარეზობა შეგვიძლია, ახლა "სან სიროზე" გამგზავრების დროა. ჩვენ გვსურს დომინირებული გამოსვლა.

ეს არის ჩვენ მიზანი მას შემდეგ როდესაც სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოვეთიშეთ. საერთო კმაყოფილებას ვერ მვაღწევთ ევროპა ლიგის მოგების გარეშე. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ".
- აცხადებს დასასრულს რეშფორდი.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2021 20:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოტივირებულები თუ გავიდნენ არ გაუჭირდებათ მილანის ბარიერის დაძლევა. მთავარია როგორ მიუდგებიან თამაშს, სამხუხაროდ მოტივაცია წყვეტს ამათი თამაშის ხარისხს და შედეგს უმეტესწილად. სიტისთან გავიდნენ დაგეშილები და იმათ მოუგეს და ამ მიდგომით მილანის მოგებაც არაა გამორიცხული მარა შეფილდს რო ვეთამაშეთ ან თუნდაც მილანს პირველ შეხვედრაში, მასეთი თამაშით მეყოლონ ჩიტივით :))
0
№2
ავტორი: Svanchester
17 მარტი 2021 21:05
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ისე არ ქნათ ბოლოს თავის დაკმაყოფილება მოგიწიოთ :დ
1
№3
ავტორი: ikeoni
17 მარტი 2021 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
სიტის თამაშის წინ რა გრძნობაც მქონდა ის მაქვს ზუსტად:))
0
№4
ავტორი: David_Beckham7
18 მარტი 2021 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
უნდა გავიდნენ და მოედნის ყველა მონაკვეთზე იბრძოლონ, როგორც ბრუნო დარბის 93 წუთზეც და აპრესინგებს მაინც ოსე უნდა ითამაშონ ყველამ
0
№5
ავტორი: giorgi_mg
18 მარტი 2021 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამ თამაშშს ისევ დაცვა და ნახევარდაცვა თუ მოიგებს, შემტევების იმედი არ ამქვს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top