ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
36 - წლის თავდამსხმელის გადაბირებისთვის ისეთი გრანდები იბრძოლებენ როგორიცაა: ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი", ფლორენტინო პერესის მადრიდის "რეალი" და მაურისიო პოჩეტინოს "პარი სენ ჟერმენი". - იუწყება Tuttosport.
თუმცა იკვეთება მთავარი პრობლემა, რომელზეც ზემოჩამოთვლილ გუნდებს, პორტუგალიელი თავდამსხმელის ტრანსფერი შესაძლოა გადააფიქრებინოს.
მისი სახელფასო განაკვეთი, რონალდუ იტალიურ გრანდში მართლაც რომ კოლოსალურ თანხას იღებს ყოველწლიურად. რაც შეეხება იმ თანხას რომელსაც რონალდუ "ბებერი ქალბატონის" რიგებში ხელფასის სახით იღებს - 31 მილიონ ევროს შეადგენს.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. თავდამსხმელის მონაგარი აღნიშნული ჩემპიონატის 23 მატჩში 23 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.