ცალსახაა ის გარემოება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ნახევარმცველის დონი ვან დე ბეეკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რიგიანად ვერ გამოიყურება.
"წითელი ეშმაკების" ახლადდამატებული ჰავბეკი, გუნდის შემადგენლობის რიგებში ძირიანად დაფუძნებასა და ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს.
აღნიშნულ სიტუაციაზე ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი ფრენკ დე ბური საუბრობს და აცხადებს, რომ ვან დე ბეეკს "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერისგან მეტი მოლოდინები ჰქონდა.
"ის, რომ დონიმ თავად სთხოვა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კლუბის მენეჯმენტს გაშვება, სიმართლეს არ შეესაბამება. მისმა აგენტმა ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ დონი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რაც მას "იუნაიტედში" ეძლევა. ის სულ ორჯერ მოხვდა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში - ეს არ არის ის მოლოდინები რაც მას ინგლისურ კლუბში გადასვლისას ჰქონდა.
რა თქმა უნდა მას სურს ითამაშოს თითოეულ მატჩში, თუმცა ის ამის გამო პანიკაში არ ვარდება. ის თავს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენელ ნაწილად გრძნობს და უყვარს გუნდი.
სეზონის ბოლოს მან საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, შეძლებს თუ არა ამ კლუბში წარმატების მიღწევას. შევხედოთ რა იქნება მომავალ სეზონში. შესაძლებელია დარჩეს, ისიც შესაძლებელია, რომ სხვა გუნდში გადასვლის შესაძლებლობა განიხილოს". - ციტირებს დე ბურის სიტყვებს talkSPORT.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.