თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2021, 16:44
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1109,
კომენტარები: 4
დე ხეას ესპანეთში დაბრუნება უნდა
SKY SPORTS - დევიდს იან ობლაკის ტრანსფერში ჩართავენ.
დე ხეას ესპანეთში დაბრუნება უნდა
გავლენიანი გამოცემა Sky Sports წერს, რომ ამ ზაფხულს "იუნაიტედს" შესაძლოა ახალი მეკარე ყავდეს.

დევიდ დე ხეას პირველი შვილი შეეძინა და წინა კვირას ესპანეთში გაემგზვრა. მოგეხსენებათ დევიდის მეუღლე რომელიც ჟურნალისტია, ესპანეთში ცხოვრობს და მუშაობს. შვილის დაბადების გამო, დევიდს სამშობლოში დაბრუნების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა და არ არის გამორიცხული, რომ კლუბის მესვეურებმა ის გარიგებაში ჩართონ.

სატრანსფერო სამიზნე კი 28 წლის სლოვენიელი იან ობლაკია, როლის შეძენაც პირდაპირ შეუძლებელია, მისი სატრანსფერო ღირებულების გამო. აქედან გამომდინარე დევიდის ჩართვა ტრანსფერში ფასს საკმაოდ დაწევს.

შემდეგ ვარიანტად განიხილება ჯანლუიჯი დონარუმა, რომლეზ უკვე დაიწერა, რომ თითქოს "იუნაიტედთან" წინასწარი მოლაპარაკებები გამართა. იტალიელს ამ ზაფხულს კონტრაქტი ეწურება და შეუთანხმებლობის შემთევაში, ის თავისუფალი აგენტი ხდება. ამ დონის მეკარის უფასოდ დამატება კი ყველა გუნდისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

მესამე ვარიანტად კი "ლილის" მეკარე მაიკ მენიანიცი განიხილება.

https://www.skysports.com/
ჭორები
4 კომენტარი
№1
ავტორი: David_Beckham7
17 მარტი 2021 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
არ მომწონს ეს ამბები
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2021 19:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისარგებლეს სიტუაციით და ააგორეს ჭორები
0
№3
ავტორი: ikeoni
17 მარტი 2021 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ხო შეიძლება ჭორია მაგრამ მაინც არ მომეწონა ეს ნიუსი
0
№4
ავტორი: Vaskaa
18 მარტი 2021 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
არაა გამორიცხული რომ ესე იყოს. ობლაკიც და დონარუმაც ორივე ძლიერია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top