"ვესტ ჰემის" მარცხენა ცველის აარონ კრესუელის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ თავის პოზიციაზე პრემიერ ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელია.
"ლუკ შოუს თამაშით აღფრთოვანებული ვარ. როდესაც ის პირველად გამოჩნდა "საუთჰემპტონის რიგებში, მახსოვს გავიფიქრე "ეს ფეხბურთელი გახდება მსოფლიო კლასის თავის პოზიციაზე !". 17 -18 წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა ყველაფერი - ძალა, ტემპი, ბურთთან მოპყრობის კულტურა.
შემდეგ მან მიიღო მძიმე ტრავმა, გაიარა ასევე მძიმე პერიოდი ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის დროს.
თუმცა, წელს შეიძლება ითქვას, რომ ის პრემიერ ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველია". - იუწყება The Mirror - ი კრესსუელის სიტყვებს.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.