თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2021, 18:01
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1089,
კომენტარები: 5
მაკტომინაი: "ყოველთვის დიდი ანგარიშით ვერ გაიმარჯვებ"
სკოტის მატჩისშემდგომი კომენტარი.
მაკტომინაი:
პრემიერ ლიგის გასულ ტურში, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" დევიდ მოიესის "ვესტ ჰემს" გაუმასპინძლდა და მინიმალური ანგარიშით ძლევის შემდგომ საკუთარ აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.

"წითელ ეშმაკებს" გამარჯვებაში ავტოგოლი დაეხმარა. აღნიშნული მატჩის შემდეგ, "მანჩესტერელთა" შოტლანდიელმა ფეხბურთელმა სკოტ მაკტომინეიმ განაცხადა, რომ მისთვის მთავარია შედეგი და არა ფეხბურთის დემონსტრირება.

"მიმდინარე სეზონში ბევრი მოუგებელი მატჩები დაგვიგროვდა. ისეთი როგორიც იყო მატჩი "ევერტონთან", ასევე გასულ კვირას ევროპა ლიგის მატჩი "მილანთან".

სწორედ ეს უნდა გავაუმჯობესოთ, შედეგები უნდა გავაუმჯობესოთ. დასაძრახი არ არის ის, თუ როგორი გზით ვითამაშეთ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. ეს რთული თამაშია, და შენ ყველაფერი პროფესიონალურად უნდა გააკეთო, რომ გაიმარჯვო.

ვიცი, რომ ეს არცთუ ისე გლამურული გზაა გასამარჯვებლად, ხალხს მსგავსად არ სურს უყუროს შეხვედრებს, მაგრამ ყოველთვის ვერ შეძლებ გაიმარჯვო 4-0 ან 5-0. ჩვენ ვცდილობთ ამას, თუმცა ისეთ მატჩებში რომელიც ბოლოს გავმართეთ, უბრალოდ საჭიროა რომ გაიმარჯვო".
- ციტირებს Sky Sports - მაკტომინაის სიტყვებს.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
16 მარტი 2021 18:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს კაი მარა დოუსონის ავტოგოლს თვითონ რატო იბრალდებდა მე გავიტანეო, ისე გამორბოდა დოუსონიც დააჯერა მგონი wink
0
№2
ავტორი: David_Beckham7
16 მარტი 2021 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
რამდენი ქულა დავკარგეთ დასანანად :(
0
№3
ავტორი: ikeoni
16 მარტი 2021 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: SANDROGRIGA
ეს კაი მარა დოუსონის ავტოგოლს თვითონ რატო იბრალდებდა მე გავიტანეო, ისე გამორბოდა დოუსონიც დააჯერა მგონი wink

ბაზარი არაა თან ისეთი მომენტი იყო გასარჩევადაც გაჭირდა სანამ გამეორებაზე არ ვნახეთ :)))
1
№4
ავტორი: kashmara
16 მარტი 2021 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Ჩემი დზმა...:))))
0
№5
ავტორი: Vaskaa
17 მარტი 2021 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
რასაც არასდროს არ დავუკარგავ ამ ბიჭს არის ის რომ თითქმის ყველასგან განსხვავებით სულით და გულით თამაშობს. კარგი ხარ სკოტ.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top