"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი და ამჟამად ექსპერტი საფეხბურთო დარგში გარი ნევილი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათთვის სეზონის დასრულება ტიტულით კარგი იქნებოდა.
"იმისათვის, რომ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" წრმატებას მიაღწიოს, არ კმარა პრემიერ ლიგაში მეორე ადგილის დაკავება, საჭიროა ინგლისის თასის მოგებაც. მოპოვებული ტიტული გუნდის პროგრესს აშკარას გახდის.
ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება და "მანჩესტერ სიტისთვის" კონკურენციის გაწევა მომავალ სეზონში". - აცხადებს ნევილი Sky Sports - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" ინგლისის თასის 1/4 - ფინალურ სტადიაში იმყოფებიან. მათი მომავალი მოწინააღმდეგე ბრენდან როჯერსის "ლესტერია" რომელთანაც შეხვედრას ოლე გუნარის შეგირდები სტუმრად 21 მარტს გამართავენ.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.