"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა ჰავბეკმა დონი ვან დე ბეეკმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იუწყება ისეთი ცნობილი სპორტული გამოცემა როგორიცაა Daily Star - ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ მდგომარეობიტ რაც მას "წითელი ეშმაკების" რიგებში აქვს, სწორედ ამიტომ ნახევარმცველს კარიერის გაგრძელება იმ გუნდში სურს სადაც მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
"ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობამ შესაძლოა განიხილოს ფეხბურთელის არენდის წესით გასხვისების შესაძლებლობა. ვან დე ბეეკის მსურველ გუნდებად იტალიური "რომა" და ჯენარო გატუზოს "ნაპოლი" სახელდებიან.
დონი ვან დე ბეეკი ინგლისურ გრანდს გასული წლის სექტემბერში შეუერთდა. "იუნაიტედს" ფეხბურთელის ტრანსფერი 39 მილიონი ევრო დაუჯდა. სწორედ ეს თანხმა მიიღო ამსტერდამის "აიაქსმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ. ამ უკანასკნელის კონტრაქტი გლეიზერების კლუბთან 2025 წლამდეა გათვლილი.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.