შოლა შორტაიერმა პრემიერ ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიგო, აღნიშნული პრიზი მან დაიმსახურა გასულ თვეში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის გამო, "ბლექბერნ როვერსთან" მატჩში, რომელიც ახალგაზრდა "ეშმაკების" გამარჯვებით 6-4 დასრულდა შოლამ 3 გოლის გატანა მოახერხა, აღნიშნული შედეგის გამო მან მიიღო შანსი მთავარ გუნდში და "პრემიერ ლიგური" მატჩიც ჩაატარა, ასევე იგი განაცხადში მოხვდა "მილანთან" მატჩისთვის, მოგვიანებით კი მიიღო პირველი პროფესიონალური კონტრაქტიც.
შოლამ პრიზი საწვრთვნელ კომპლექსში მიიღო და ამ სეზონში პირველი აკადემიელი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედში" რომელმაც აღნიშნული პრიზი მოიგო. შეგახსენებთ რომ ჯო ჰუგილი და არნაუ პუიგმალი ამ ჯილდოსთვის ნომინირებულნი იყვნენ წინა თვეებში, თუმცა პრიზის მოგება მაინც ვერ შეძლეს.
სავარაუდოა, რომ შორტაიერი შესაძლოა განაცხადში ვიხილოთ "მილანთან" განმეორებით შეხვედრაშიც, თუ არადა 23 წლამდელებს პარასკევს ელით "ტოტენჰემის" ასაკობრივ გუნდთან შეხვედრა, სადაც შოლა აუცილებლად ითამაშებს, თუ მისი "ევროპა ლიგური" ვოიაჟი არ შედგა.