ჰანიბალს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, რომელიც რამოდენიმე წლიანია, "იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ამას სიხარულით ამცნობს გულშემატკივრებს.
ახალგაზრდა 18 წლის ფეხბურთელი კლუბს 2019 წლის ზაფხულში "მონაკოდან" შეუერთდა.
ნახევარმცველი, რომელსაც ხშირად აქებენ თავისი დამოკიდებულობის გამო და ამავდროულად თამაშობს ასაკობრივად უფრო დიდების ჯგუფში (23 წლამდელებში) ამ სეზონში, შესამჩნევი პერსონაა აკადემიაში და მასთან გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტი ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა.
ჰანიბალმა ნილ ვუდის გუნდში ამ სეზონში უკვე მოასწრო 18 მატჩის ჩატარება, აღნიშნულ მატჩებში მან გაიტანა 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ბოლო პერიოდში მას ტრამვა აწუხებს, თუმცა სავარაუდოა, რომ მომავალ მატჩებში იგი გუნდს დაეხმარება, განსაკუთრებით მის დაბრუნებას ელიან FA ახალგაზრდული თასის მატჩისთვის.
პარიზში დაბადებული ტალანტი აგრძელებს პროგრესირებას და მის განკარგულებაში კიდევ იქნება რამოდენიმე წელი.