რამოდენიმე დღის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" სტრუქტურში სიახლეები გაჩნდა. კერძოდ, ადმინისტრაციულ დონეზე კლუბს სპორტული თანამდებობა და ამასთანავე ტექნიკური დირექტორის შტატი დაემატა.
აღნიშნულ პოზიციებზე ჯონ მურტო და დარენ ფლეტჩერი განაწილდნენ. სპორტული დირექტორის პოზიცია ჯონ მურტომ დაიკავა ხოლო ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე კლუბის ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი დაინიშნა.
აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ, კლუბის მენეჯმენტი გუნდის მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის მომავლის გადაწყვეტასაც გეგმავს.
ცნობილ გამოცემას Mirror- ის ფურცლებს თუ დავუჯერებთ, "წითელი ეშმაკები" ნორვეგიელ სპეციალისტს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ. აღნიშნული წყარო იუწყება, რომ კლუბში სოლსკიაერის მუშაობას დადებითად აფასებენ მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ შეძლო ვერცერთი ტიტულის მოპოვება.
ახალი კონტრაქტის პრობებით ოლე გუნარი "ოლდ ტრაფორდზე" 7 - 9 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამომუშავებას შეძლებს.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.