გოლი არ გაუტანია, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა ყოფილიყო ყველაზე კრეატიული . . .
ბრუნო ფერნანდეში სულ უფრო და უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს იმის შესაფასებლად თუ როგორი მატჩი ჰქონდა. ბრუნო ფაქტიურად ყველა მატჩში "იუნაიტედის" წარმმართველ ძალას წარმოადგენს და რა გასაკვირია რომ ყველა მატჩში გულშემატკივრები მისგან ბევრს ელიან.
"ვესტ ჰემთან" მატჩი საკმაოდ უღიმღამო აღმოჩნდა, თუმცა ბრუნომ თავისი სამუშაო შეასრულა და შეტევაში საკმაოდ აქტიური იყო, რაც გამოიხატა იმაში, რომ შექმნა 5 შანსი, იკითხავთ კი მაგრამ მხოლოდ 5?! პასუხი მარტივია იგი საშუალოდ სეზონის განმავლობაში მატჩში 2.8 შანსს ქმნის ხოლმე, რაც პრემიერ ლიგაში მე-3 შედეგია.
ხუთი საკვანძო პასი რომელიც ბრუნომ გააკეთა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ რომ "იუნაიტედს" მეტი გოლი გაეტანა, აღსანიშნავია, რომ მოიესის გუნდი თავს კარგად იცავდა.
აღსანიშნავია რომ ბრუნოს მაჩვენებელი იმაზე მეტია ვიდრე ვესტ ჰემის მთლიანი შემადგენლობის.
ასევე აღსანიშნავია, გოლი რომელიც "იუნაიტედმა" გაიტანა და ეს ბურთი თავის კარში დოუსონმა ჩაჭრა, ბრუნოს მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს მოყვა. ასევე სეზონის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი ისეთი მომენტი და ისეთი გოლი, რომლის შექმნაშიც ლომის წვლილი მიუძღვოდა სწორედ პორტუგალიელს, თუმცა ეს არცერთ სტატისტიკაში არ ასახულა.
https://www.unitedinfocus.com