"ვესტ ჰემთან" მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ისე დაასრულა, რომ ცვლილება არ გაუკეთებია . . .
მიმდინარე სეზონში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ცვლილება არ გამოიყენა და სასტარტო შემადგენლობამ ბოლომდე შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.
პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ოლე გუნარ სოლსკიაერმა მის განკარგულებაში მყოფი 9 ფეხბურთელიდან არცერთი არ მიიჩნია საჭიროდ, რომ მოედანზე შეეყვანა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოლემ გახურება შვიდივე იმ ფეხბურთელს მოთხოვა, რომელიც განაცხადში ყავდა, მხოლოდ მეკარეებს არ მოსწევიათ გახურება. ერიკ ბაილი, აქსელ ტუანზებე, ბენდონ უილიამსი, ალექს ტელეში, ნემანია მატიჩი, შოლა შორტაიერი და ამად დიალო, ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, რომლებიც აქტიურად ხურდებოდნენ მატჩის მიმდინარეობისას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაგუაიერის ინციდენტის დროს ტუანზებე აქტიურად ხურდებოდა.
აღსანიშანვია, რომ სოლსკიაერმა სხვა მატჩებში უხალისოდ გამოიყენა თავისი ქვოტა შეცვლების, როგორც ეს იყო "კრისტალ პალასთან" ან "ჩელსისთან" მატჩებში. ასევე გააკეთა შეცვლები "ნიუკასლთან", სადაც მან ორ ახალგაზრდას შორტაიერსა და ამადს მისცა შანსი თავის გამოსაჩენად.
იშვიათობაა როდესაც "იუნაიტედი" ზედიზედ 4 მატჩი ინახავს კარს მშრალად, თუმცა ფაქტია ეს ამჯერად გამოუვიდა სოლსკიაერს და ასევე ისიც ჩანს რომ ამის მისაღწევად ცვლილებებისადმი ნეგატიური განწყობაც აქვს ჩამოყალიბებული.
"იმისათვის, რომ კარი მშრალად შეინახო პრემიერ ლიგაში თავი ძალიან კარგად უნდა დაიცვა, ჩვენ უფრო მეტს ვიტანთ ვიდრე წინა სეზონში, შეტევაშიც აშკარად მომატებული გვაქვს. ყველას განწყობა იმის მიმართ რა საქმესაც კიერანი და მაიკლი აკეთებენ სავარჯიშო მოედნებზე ან შეხვედრების ოთახში არის საუკეთესო, ისინი მნიშვნელოვან დეტალებს აწვდიან მოთამაშეებს, თავის მხრივ კი ისინი უსმენენ მათ" - განაცხადა სოლსკიაერმა.
"გვსურს შევუტიოთ ისე, რომ დაცვა მაღალ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ეს ბევრ ენერგიას გვაკარგვინებს, თუმცა რას ვიზამთ დღევანდელობაში ფეხბურთელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. დღეს ვგრძნობდი რომ არ იყო საჭირო შეცვლის გაკეთება, რადგან დაცვით სტადიაში ყველა ფეხბურთელმა ვინც მოედანზე იყო თავისი საქმე კარგად შეასრულა".https://www.manchestereveningnews.co.uk