თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2021, 10:52
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1023,
კომენტარები: 4
ოლე: იმედი მაქვს ხუთი გამოჯანმრთელებული გვეყოლება
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ტრამვებთან დაკავშირებით ისაუბრა . . .
ოლე: იმედი მაქვს ხუთი გამოჯანმრთელებული გვეყოლება
"ვესტ ჰემთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა მედიასთან ისაუბრა ტრამვებთან დაკავშირებულ სიახლეებზე.

"იუნაიტედმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა გუშინდელ მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ თამაში 1-0 დასრულდა და ის ერთადერთი გოლიც საკუთარ კარში კრეიგ დოუსონმა ჩაჭრა გულშემატკივარი ალბათ მაინც ვერ დაძრახავს წითელ ეშმაკებს ამის გამო, რადგან კლუბში უმწვავესი საკადრო პრობლემაა, ერთბაშად ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია დაშავებული, რომელთაც შეტევის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის "იუნაიტედს", ჯერ ევროპა ლიგის ეგიდით "მილანის" წინააღმდეგ, შემდეგ "ლესტერ სიტი" პრემიერ ლიგაში, "მელიები" "იუნაიტედის" მდევრები არიან და ეს მატჩი ფაქტიურად 6 ქულიანადაც შეიძლება შეფასდეს, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე.

" იმედი გვაქვს ხუთი ფეხბურთელი შემდეგი კვირისთვის დაგვიბრუნდება, დავიდ დე ხეას გვეიმედება, დონი ვან დე ბეეკი, კავანი და პოგბა შესაძლოა და ენტონი მარსიალი ყველაზე დიდი შანსია დაგვიბრუნდეს შემდეგი მატჩისთვის, ასე რომ იტალიაში უფრო ძლიერი გუნდით გავემგზავრებით. - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა გუშინ გამართული მატჩის შემდეგ.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ განმეორებით მატჩს "ეშმაკები" უკეთეს მდგომარეობაში ხვდებიან.

დე ხეამ გამოტოვა უკვე ზედიზედ 4 მატჩი, აღნიშნული დაკავშირებული იყო პირველი შვილის შეძენასთან. დე ხეა გუნდს უფრო ადრეც შეუერთდებოდა, თუმცა ეს შეუძლებელია კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რადგან დავიდს მოუწია გარკვეული პერიოდი ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ გაეტარებინა კარანტინში, იგი ახლაც კარანტინშია, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვა მალე მოეხსნება და შეძლებს ვარჯიშს გუნდთან ერთად.

ვან დე ბეეკმა კუნთის ტრამვის გამო გამოტოვა გასული თვე ფაქტიურად, პოგბამ კი 6 თებერვალს მიიღო შედარებით უფრო მძიმე ტრამვა "ევერტონთან" მატჩისას.

კავანის წესით მსუბუქი ტრამვა ჰქონდა თუმცა 3 თამაშის გამოტოვება მაინც მოუხდა, მარსიალს რაც შეეხება იგი ტრამვის გამო "მილანთან" მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

გამორიცხულია ფილ ჯონსისა და ხუან მატას დაბრუნება "მილანთან" მატჩისთვის. თუმცა სასიხარულო ის არის, რომ გუნდის მთავარი ბირთვი შესაძლოა გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩების ჩატარებაში დაეხმაროს, ამის მტკიცებულება თავად ოლე გუნარ სოლსკიაერმა მისცა გულშემატკივრებს.

https://www.manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Georgi Tsintsadze
15 მარტი 2021 10:54
  • სიახლეები: 65
  • კომენტარები: 15
მილანთან კრიტიკულად გვჭირდება კავანი
0
№2
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2021 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგას რა ჯობია მნიშვნელოვანი თამაშები გვეწყება იმედია ყველა მზად იქნება ❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2021 12:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა დაბრუნდნენ თორე ცუდ დღეშია გუნდი
0
№4
ავტორი: shotkin
15 მარტი 2021 13:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მილანთან მინიმუმ კავანი და რეშფორდი ჯანზე უნდა იყოს, პოგბაც თუ დაბრუნდება ხო საერთოდ კანფეტ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top