ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა სიახლეები დე ხეასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ იგი სახლშია მანჩესტერში, სადაც კარანტინში იმყოფება.
მოგეხსენებათ დავიდს პირველი შვილი შეეძინა და სწორედ ამ მიზეზის გამო იგი ესპანეთში გაემგზავრა, რის გამოც უკვე 2 მატჩი გამოტოვა, მათ შორის მანჩესტერული დერბი და "მილანთან" დაპირსპირება.
მის მაგივრად დინ ჰენდერსონი იდგა "წითელი ეშმაკების" კარში, სხვათაშორის ჰენდერსონი დღეს 24 წლის გახდა.
პრესკონფერენციაზე ოლე გუნარმა გააკეთა განცხადება დავიდ დე ხეასთან დაკავშირებით : " დავიდი მანჩესტერში დაბრუნდა, ახლა იკი კარანტინშია თუ გსურთ თვით იზოლაცია უწოდეთ. იგი შესაძლოა კვირისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყოს, რადგან არ მახსოვს ორშაბათს თუ სამშაბათს ჩამოვიდა მანჩესტერში.
თუმცა მიუხედავად მისი ჩამოსვლისა, იგი ჯერ ვერ გვიერთდება ვარჯიშზე, რადგან წესები არ ითვალისწინებ არანაირ შეღავათს ვარჯიშზე და მას ეკრძალება სავარჯიშო კომპლექსზე მოსვლა მანამ სანამ იზოლაციის ვადას არ მოიხდის.
შეგახსენებთ შემდეგი მატჩი "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ეგიდით ელის "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.