ოლე გუნარ სოლსკიაერმა მატჩამდე ისაუბრა ფეხბურთელთა ჯანმრთელობასა და მზაობაზე "ევროპა ლიგის" მატჩის წინ, სადაც "მილანს" დაუპირსპირდება კლუბი.
სამწუხაროა თუმცა საუბარში ოლე გუნარმა ვერაფერი სასიხარულო ინფორმაცია ვერ მიაწოდა გულშემატკივრებს გამომდინარე იქედან, რომ ვერც რაშფორდი და ვერც კავანი ვერ დაუბრუნდებიან კლუბს და ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაშიც არ შეცვლილა, აქ საუბარია მათზე ვინც უკვე წინა თამაშებისას გამოაკლდა გუნდს.
პრობლემები შეინიშნება ლუკ შოუსა და ენტონი მარსიალის შემთხვევაში, მათ მცირე ტკივილი აწუხებდათ "სიტისთან" მატჩის წინ, თუმცა საბოლოო ჯამში ამას ხელი არ შეუშლია მათთვის კარგად ეთამაშათ და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეეტანათ.
"ვფიქრობ ის (რეშფორდი) ვერ ითამაშებს ხვალისთვის. ის ჯერ კიდევ მკურნალობის პროცესშია, დღევანდელ ვარჯიშშიც არ მიუღია მონაწილეობა. ოპტიმისტი ვარ, თუმცა ვფიქრობ საეჭვო შეიძლება იყოს რეშოფრდის თამაშის კვირის ბოლოსთვისაც.
ძალიან კარგი თამაში გვქონდა, პრინციპული მეტოქე დავარმაცხეთ და რაც მთავარია ძალიან კარგი ხასიათი გამოვავლინეთ ამ თამაშში, თუმცა მაშინ როცა გუნდი კარგავს ამ ღირებულების ფეხბურთელს რთულია შედეგით ბედნიერი იყო.
დარწმუნებული არ ვარ ვინმე დაგვიბრუნდეს ჯერ. დე ხეა მიუწვდომელია, ვან დე ბეეკი, არა. კავანი, შესაძლოა, მაგრამ ალბათ უფრო არა. მარკუსი შესაძლოა, თუმცა ალბათ არა. ხუან მატა, არა.
რაც შეეხება მილანს მათ შემთხვევაშიც რთულადაა საქმე რაც გამოიხატება იმაში, რომ კლუბს გამოაკლდებიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ისმაელ ბენასერი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ტეო ჰერნანდესი, ანტე რებიჩი და მარიო მანჯუკიჩი. "მილანს" მატჩში შეტევის ხაზში მხოლოდ რაფაელ ლეაო და რიკარდო ტონინი დაეხმარებიან.