ფაქტიურად გარკვეულია ითამაშებს თუ არა მარკუსი "მილანის" წინააღმდეგ . . .
"Sky Sports" ავრცელებს ცნობას, რომ სკანირება დასრულებულია, გამოკვლევებმა მარკუს რეშფორდის ტერფზე აჩვენეს სისხლჩაქცევები და შეშუპება, რომელიც სავარაუდოდ არ მისცემს ახალგაზრდა ინგლისელს საშუალებას, რომ გუნდს შემდეგ მატჩში დაეხმაროს, რომელიც 11 მარტს გაიმართება "ევროპა ლიგის" ეგიდით "მილანის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი ბოლო მატჩში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, 73-ე წუთზე შეცვალეს აღნიშნული დაზიანების გამო.
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფაქტიურად გვარწმუნებს იმაში, რომ შემდეგ მატჩში რაშფორდი ვერ დაეხმარება გუნდს, თუმცა ასევე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ტრამვა მძიმე არ არის და რეშფორდს დიდი ხნით არ მოუწევს დასვენება.
23 წლის ინგლისელი გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და მითუმეტეს ამ ტრამვიანობის დროს მისი როლი ერთბაშად იზრდება, მას ამ სეზონში 18 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული ყველა ტურნირის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა გუნდისთვის ის დიდ ძალას წარმოადგენს.
მანჩესტერ იუნაიტედს "პრემიერ ლიგაში" შემდეგი დაპირისპირება კვირას ელის "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ, მატჩი საკმაოდ რთული იქნება "იუნაიტედისთვის" გამომდინარე "ჩაქუჩების" კარგი ფორმისა ბოლო მატჩებში, სავარაუდოდ ამ მატჩში რეშფორდი გუნდს დაეხმარება, თუმცა ეს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არაა და ვარაუდის დონეზე გამოთქმულ აზრად რჩება.
https://www.thesportreview.com