თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2021, 15:42
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 1610,
კომენტარები: 14
ვიქტორ ლინდელოფი : ყველას დამარცხება შეგვიძლია
შვედი მცველის აზრით "იუნაიტედს" ნებისმიერ კლუბთან გამკლავება შეუძლია . . .
ვიქტორ ლინდელოფი : ყველას დამარცხება შეგვიძლია
ვიქტორ ლინდელოფი ბოლო მატჩებია გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს, იგი ზედიზედ მესამე მატჩია გულშემატკივრებს ახარებს და "იუნაიტედი" ამ დროს ახერხებს კარი მშრალად ზედიზედ შეინახოს, ამ ყველაფერმა კი "იუნაიტედს" მოუტანა ის განსაკუთრებული გამარჯვება, რომელიც გუნდმა გუშინ იზეიმა.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდს ზედიზედ 21 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა ყველა ტურნირის გათვალისწინებით მოწყობილი, ამ სერიას გუშინ წერტილი დაესვა.

"ყოველთვის თავდაჯერებულნი ვართ. ვიცით რომ ყველა გუნდის დამარცხება შეგვიძლია.- განაცხადა ლინდელოფმა მატჩის შემდეგ

"ძალიან მძიმე გასვლითი მატჩი გვქონდა ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენი შედეგი იმის მაჩვენებელია როგორი დიდი გუნდი ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია მოედანზე.

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ მოგებებს გავაგრძელებთ".


მატჩის მიმდინარეობისას განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დაცვაში საიმედო თამაში, რადგან მიუხედავად "სიტის" უპირატესობისა ბურთის ფლობასა და შემტევ მოქმედებებში, "იუნაიტედის" კარს განსაკუთრებული ხიფათი არ დამუქრებია, "სიტის" სიმწვავე აკლდა ეს კი დაცვის კარგი მოქმედების დამსახურება იყო, რომელთა შორისაც ლინდელოფი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

"დიახ, კმაყოფილი ვართ ჩვენი თამაშით, გუნდური დაცვა შესანიშნავი იყო, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენ ოთხს არ გვიქნია, ასევე გვეხმარებოდნენ მარსიალი და დინი (დინ ჰენდერსონი).

ყველას მიერ გაწეული შრომა იყო ის, რაც სჭირდებოდა გუნდს კარის მშრალად შესანახად და სამი ქულის მოსაპოვებლად, ყველა ბედნიერნი ვართ.

მათ ბევრი შანსი ვერ შექმნეს. ძალიან კარგად ვიცავდით თავს და ყოველთვის ფოკუსირებულნი ვიყავით, რადგან მათ ხიფათის შექმნა ყველაფრიდან შეუძლიათ".

როგორც გითხარით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს დამსახურებული მოგება იყო ჩვენთვის".


https://www.manutd.com
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Mishiko82
8 მარტი 2021 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 593
ნებისმიერი გუნდისო ნამეტანი იყო, დაცვაში მართლაც გამოიჩინა თავი სიტიც ვერ იყო მაინდამაინც სახიფათო, ასერომ ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას იმედია მოგებების გააგრძელებენ.
0
№2
ავტორი: PaLoMo
8 მარტი 2021 16:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
კი,კი აბა არაა?

ჩვენც ეგ გვინდა ყველას ვუგებდეთ,მაგრამ ასე არხდება თუმცა ბოლო ადგილოსნებს უნდა ვუგებდეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: shotkin
8 მარტი 2021 17:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ყველას ვერა მარა დარჩენილი 10 თამაშიდან 5 მაინც უნდა მოიგოთ რო წყნარად და მშვიდად შეხვიდეთ 3 ეულში
0
№4
ავტორი: Phil Jones
8 მარტი 2021 18:32
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რეალურად ამან დაუშვა უხეში შეცდომა, ამ დონის ფეხბურთში 1 შეცდომა არის ხომე გადამწყვეტი, სტერლინგმა რომ დაარტყა თავით იმ ომენტს ვგულისხმობ ტიპი უბრალოდ წაიქცა, იქ სტერლნგის მაგივრად ნებისმიერი პრემიერლიგის თავდამსხმელი გაიტანდა მაგას თავით, ასე რომ ხმა არ აქვს ამოსაღები, ამ ერთხელ გაუმართლა, სხვა დროს არ გაუმართლებს.
0
№5
ავტორი: tazius
8 მარტი 2021 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
კარგია რომ მოვიგეთ, კარგია რომ დერბიში მოვიგეთ, კარგია რომ გოლიც არ გავუშვით, მაგრამ... ფაქტია რომ დაცვაში ისევ დიიდი შავი ხვრელი გვაქვს, რამდენიმე ეპიზოდში, უბრალოდ არ გაუმართლა სტერლინგს, თორემ 4:2-საც წავაგებდით... ფაქტია ისიც, რომ დინ ჰენდერსონი გუნდის თილისმად იქცა, ამ მეკარეს, მგონი დე ხეაზე მეტი ქლინ შითი (მშრალი კარი) აქვს ამ სეზონში... ფაქტია ისიც, რომ თავდასხმა ისევ ტრაკშია, ერთადერთი რეალური მომენტი, რომელიც მართლა საგოლე იყო, შეექმნა მარსიალს და მანაც ისეთი სლეობა გააკეთა, რომ ალბათ ინგლისის მესამე ლიგის თავდამსხმელი არ იზამდა... მოკლედ, რაშფორდი და მარსიალი რომ გავცვალოთ ჰაალანდში და ზემოდან 30-50 მილიონი დავუმატოთ, მე პირადად თანახმა ვარ... wink

პ.ს. გილოცავთ ყველას მოგებას და იმედია ასეც გაგრძელდება.
0
№6
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2021 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ლიგის მოგების ყველაზე მთავარ ფავორიტად ითვლება და უშანსოდ მოვუგეთ და სხვა ვინ დარჩა ერთი რო ესე ფანტაზიის სფეროდან იყოს ჩვენი გუნდის მოგება.. ზუსტადაც რო შეგვიძლია ❤️
0
№7
ავტორი: Irakli_Kandelaki
9 მარტი 2021 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
მარჯვენა ვინგერი და ცენტრფორვარდია საჭირო უმაღლესი დონის. ფაქტიურად მარჯვენა ფლანგის გარეშე ვთამაშობთ, რადგან გრინვუდი არაა მარჯვენა ვინგერი და სწრაფი გარემარბი და ამას ახალგაზრდული ენერგიის ხარჯზე აკეთებს. არ გვყავს მკვლელი ფორვარდი, რომელიც საჯარიმოში ითამაშებს.
როგორც გამოჩნდა, თურმე შეტევაში უფრო გვიჭირს, ვიდრეღა დაცვაში.
0
№8
ავტორი: kashmara
9 მარტი 2021 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
ბრაცი რამე დაწერეთ დზმურად მარტო ერტ ადამიანს ნუ დავაკისრეთ ჩვენი სიმოვნებისთვის ნათარგმ სტატიებს დაუდგეთ გვედზე ვისაც ესმის ინგლისური რო თარგმნონ სიახლები კარგი იქნება უფრო პატივისცემით ..
0
№9
ავტორი: Karanadze
9 მარტი 2021 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
ციტატა: kashmara
ბრაცი რამე დაწერეთ დზმურად მარტო ერტ ადამიანს ნუ დავაკისრეთ ჩვენი სიმოვნებისთვის ნათარგმ სტატიებს დაუდგეთ გვედზე ვისაც ესმის ინგლისური რო თარგმნონ სიახლები კარგი იქნება უფრო პატივისცემით ..

Bazari araaa. Prosta me qartuls tu gadmovtargmni qutaisuzre rore chemi ganatleba armishvebs mets. Dzalauneburad shemimeswavla espanuri am sir qveyanashi. D
0
№10
ავტორი: kashmara
9 მარტი 2021 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
ციტატა: Karanadze
ციტატა: kashmara
ბრაცი რამე დაწერეთ დზმურად მარტო ერტ ადამიანს ნუ დავაკისრეთ ჩვენი სიმოვნებისთვის ნათარგმ სტატიებს დაუდგეთ გვედზე ვისაც ესმის ინგლისური რო თარგმნონ სიახლები კარგი იქნება უფრო პატივისცემით ..

Bazari araaa. Prosta me qartuls tu gadmovtargmni qutaisuzre rore chemi ganatleba armishvebs mets. Dzalauneburad shemimeswavla espanuri am sir qveyanashi. D

Საგოლ უცხო ენა ასწორებს რეალის ბალეშიკებს გაუხარდებოდათ რო გულშემატკვრობდე მაგრამ არ გაუმართლათ :))) კაარგი იქნებოდა რავი ცოტა დრო რო გაოენხათ ვისაც აქ რა თქმა უნდა და ფლობს ინგლისურ ენას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top