მარკუს რეშფორდი დღეს გაივლის შემოწმებას სავარაუდო ტრამვასთან დაკავშირებით, რომელიც მან ტერფის არეში გუშინ მიიღო "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რეშფორდს ნამდვილად შეაწუხა ტკივილმა ტერფის მიდამოებში, რის გამოც იგი 73-ე წუთზე შეცვალა კიდეც, იგი იმედოვნებს, რომ ტრამვა სერიოზული არ იქნება .
"ეს იყო დიდებული შედეგი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება მას, მან ყველაფერი გაიღო გუნდისთვის. არის ტკივილი ტერფის მიდამოში, ექიმი არ ვარ, თუმცა იმედი მაქვს ეს არ არის ძალიან ცუდის მანიშნებელი. მას ჩვენ გამოკვლევებს ჩავუტარებთ ორშაბათს დილით.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" უკვე კავანი გამოაკლდა, ურუგვაელმა ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა, რომელიც "სიტისთან" თამაშამდე კლუბმა ჩაატარა. მომავალ დღეებში გაირკვევა შეძლებენ თუ არა კავანი და რაშფორდი "მილანთან" თამაშის ჩატარებას, რომელიც 11 მარტს გაიმართება "ოლდ ტრაფორდზე" "ევროპა ლიგის" ფარგლებში.